პოლიტიკა
იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ხონსა და ვანში ამომრჩევლებს შეხვდა
ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" გივი ჭიჭინაძემ წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო.

ჭიჭინაძე ვანის მუნიციპალიტეტის სოფლების: სალხინოს, გაღმა სალხინოს, დიხაშხოსა და ისრითის ამომრჩევლებს შეხვდა. პარტია ,,ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატმა მოსახლეობასთან სოფლის მეურნეობის კუთხით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

,,2016–2017 წლებში ვანის მუნიციპალიტეტში არაერთი სახელმწიფო პროგრამა განხორციელდა. გაშენდა ხილის ბაღები, დაფინანსდა და შეიქმნა სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივები, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში დაფინანსდა 62 ბენეფიციარი, ჩაის რეაბილიტაციის პროგრამის ეგიდით გაიხსნა ახალი წარმოება შპს ,,ფერეთას ჩაი". დასაქმდნენ ადგილობრივები. ჩვენ ამ კუთხით აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას და ერთად უნდა შევქმნათ ძლიერი სოფელი,"– განაცხადა გივი ჭიჭინაძემ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმა შუალედური არჩევნებისთვის ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი გივი ჭიჭინაძე ოფიციალურად წარადგინა. იმერეთის გუბერნატორმა თანამდებობა 23 მარტს დატოვა.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ოპოზიციონერმა პარტიებმა ქუთაისის მერი ხიდის რეაბილიტაციის გამო
კვლავ გააკრიტიკეს.
14:35 / 21.01.2019
ოპოზიციონერმა პარტიებმა ქუთაისის მერი ხიდის რეაბილიტაციის გამო კვლავ გააკრიტიკეს.
ქუთაისის მერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ბრალდებებს
პასუხობს.
14:16 / 21.01.2019
ქუთაისის მერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ბრალდებებს პასუხობს.
ვალუტა
EUR
EUR
3.0368
TRY
TRY
0.4974
USD
USD
2.6629
«« იანვარი  »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
თბილისი -2 - 8 °C
img
ქუთაისი 2 - 13 °C
img
ბათუმი 7 - 12 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში სილამაზის სალონი დაიწვა
ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე სილამაზის სალონი დაიწვა.
13:32 / 14.01.2019
ქუთაისში მომავალ წელს საახალწლო განწყობის შექმნაზე, სავარაუდოდ, ქალაქის დიზაინერი იზრუნებს
ქუთაისის მერმა ქალაქში საახალწლო განათების შესახებ ისაუბრა. როგორც გიორგი ჭიღვარიამ განმარტა, მერიამ წელს განათება
15:46 / 25.12.2018
ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, ახლადაშენებული ტაძარი აკურთხეს
ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, ახლადაშენებული ტაძრის
13:38 / 17.01.2019
გარდაცვლილია სამი ადამიანი- ავარია წყალტუბო-ქუთაისის გზაზე
ქუთაისი-წყალტუბოს საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას
12:34 / 15.01.2019