პოლიტიკა
„ქუთაისის მერიამ ძვირადღირებული ჯიპები გაყიდოს“-ენმ-ი
2018 წელს ქუთაისის მერია მის ბალანსზე მყოფი ავტომანქანების შესაკეთებლად 340000 ლარის დახარჯვას გეგმავს. აღნიშნული "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პროტესტის მიზეზი გახდა. როგორც პარტიაში აცხადებენ, ქუთაისელებს მერიის ავტომობილების შენახვა მიმდინარე წელს 800 000 ლარამდე დაუჯდებათ.

ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გიგა შუშანიას თქმით,  ქუთაისის მერია 2018 წელს 440 000 ლარის საწვავის მოხმარებას გეგმავს, რაც საჭიროზე მეტია.

"მერიის ავტომობილების შენახვა წელს 800 000 ლარამდე დაუჯდება, რაც სავსებით საკმარისი  იქნებოდა საბავშვო ბაღის აღმზრდელების ხელფასი გაზრდილიყო 100 ლარით,"-განაცხადა შუშანიამ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის მერიას მოუწოდებს, რომ გამოცხადებული ტენდერი გააუქმოს. გარდა ამისა, ენმ-ში მიიჩნევენ, რომ მერიის ფუნქციონირებისათვის ჰიბრიდული სისტემის რამდენიმე მანქანა საკმარისი იქნება, რომელიც მინიმალური რაოდენობის საწვავს მოიხმარს.

"მერიამ გაყიდოს ავტოპარკი მათ შორის ძვირადღირებული ჯიპები, რაც ბიუჯეტს საშუალებას მისცემს დაზოგოს მნიშვნელოვანი თანხები და საკუთარი კომფორტის ნაცვლად, ის მოხმარდეს ახალი სოციალური პროგრამების დაფინანსებას,"-აცხადებენ ენმ-ში.

ტენდერი ქუთაისის მერიის ავტოპარკში შემავალი ავტომობილების შესაკეთებლად კომპანია "თეგეტა მოტორსს" აქვს მოგებული.

ამჟამად ქუთაისის მერიას  70 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება ემსახურება, მათ შორის 6 ერთეული მაღალი გამავლობის ჯიპი.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე გარევაჭრობა 21 აპრილიდან აიკრძალება.
16:49 / 20.04.2018
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე გარევაჭრობა 21 აპრილიდან აიკრძალება.
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე გარევაჭრობა 21 აპრილიდან აიკრძალება.
16:49 / 20.04.2018
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე გარევაჭრობა 21 აპრილიდან აიკრძალება.
14:05 / 20.04.2018
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებს ქუთაისის მერიაში პასუხობენ.
19:29 / 19.04.2018
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისში შპს "მადლის" ჯიხურების დადგმას გააპროტესტებს.
ახალი ამბები
"ყველა ბაზარში ვერ შევალთ"-ჭავჭავაძეზე დასაქმებული გარემოვაჭრეები
16:49 / 20.04.2018
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე გარევაჭრობა 21 აპრილიდან აიკრძალება.
"ჩვენ აღვასრულეთ სასამართლოს გადაწყვეტილება, სხვა შეთანხმება არ ყოფილა"
14:05 / 20.04.2018
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებს ქუთაისის მერიაში პასუხობენ.
"მერია აცხადებს, რომ ქალაქის იერსახესა და ტურიზმის განვითარებაზე ზრუნავს და მეორე მხრივ, ჯიხურების ჩადგმის ნებართვას აწერს ხელს"
11:14 / 20.04.2018
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისში შპს "მადლის" ჯიხურების დადგმას აპროტესტებს.
"გილოცავთ", ქუთაისში "ბუტკების" ეპოქა ბრუნდება"-ენმ
19:29 / 19.04.2018
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისში შპს "მადლის" ჯიხურების დადგმას გააპროტესტებს.
ქუთაისის მერიის მრჩეველთა  საბჭოს ახალი შემადგენლობა მიმდინარე კვირაში დამტკიცდება
13:16 / 19.04.2018
ქუთაისის მერიის სათათბირო ორგანოს- სამოქალაქო მრჩეველთა
არასრულად შევსებული დეკლარაციები და კორუფციის ნიშნები სამტრედიის მუნიციპალიტეტში
13:00 / 19.04.2018
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" თანამდებობის
ყველაზე ანგარიშვალდებულ საჯარო დაწესებულებებში წყალტუბოს გამგეობა მოხვდა
11:20 / 19.04.2018
ინფორმაციის თავისუფლებისა და განავითარების ინსტიტუტმა
ვალუტა
EUR
EUR
3.0017
TRY
TRY
0.6036
USD
USD
2.4402
«« აპრილი  »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
თბილისი 6 - 16 °C
img
ქუთაისი 7 - 14 °C
img
ბათუმი 9 - 13 °C
img