პოლიტიკა
„ქუთაისის მერიამ ძვირადღირებული ჯიპები გაყიდოს“-ენმ-ი
2018 წელს ქუთაისის მერია მის ბალანსზე მყოფი ავტომანქანების შესაკეთებლად 340000 ლარის დახარჯვას გეგმავს. აღნიშნული "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პროტესტის მიზეზი გახდა. როგორც პარტიაში აცხადებენ, ქუთაისელებს მერიის ავტომობილების შენახვა მიმდინარე წელს 800 000 ლარამდე დაუჯდებათ.

ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გიგა შუშანიას თქმით,  ქუთაისის მერია 2018 წელს 440 000 ლარის საწვავის მოხმარებას გეგმავს, რაც საჭიროზე მეტია.

"მერიის ავტომობილების შენახვა წელს 800 000 ლარამდე დაუჯდება, რაც სავსებით საკმარისი  იქნებოდა საბავშვო ბაღის აღმზრდელების ხელფასი გაზრდილიყო 100 ლარით,"-განაცხადა შუშანიამ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის მერიას მოუწოდებს, რომ გამოცხადებული ტენდერი გააუქმოს. გარდა ამისა, ენმ-ში მიიჩნევენ, რომ მერიის ფუნქციონირებისათვის ჰიბრიდული სისტემის რამდენიმე მანქანა საკმარისი იქნება, რომელიც მინიმალური რაოდენობის საწვავს მოიხმარს.

"მერიამ გაყიდოს ავტოპარკი მათ შორის ძვირადღირებული ჯიპები, რაც ბიუჯეტს საშუალებას მისცემს დაზოგოს მნიშვნელოვანი თანხები და საკუთარი კომფორტის ნაცვლად, ის მოხმარდეს ახალი სოციალური პროგრამების დაფინანსებას,"-აცხადებენ ენმ-ში.

ტენდერი ქუთაისის მერიის ავტოპარკში შემავალი ავტომობილების შესაკეთებლად კომპანია "თეგეტა მოტორსს" აქვს მოგებული.

ამჟამად ქუთაისის მერიას  70 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება ემსახურება, მათ შორის 6 ერთეული მაღალი გამავლობის ჯიპი.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
13:03 / 21.10.2019
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" თანამდებობის პირების
ქუთაისში რუსული ოკუპაცის წინააღმდეგ აქცია გაიმართება. აქციის
12:20 / 21.10.2019
ქუთაისში რუსული ოკუპაცის წინააღმდეგ აქცია გაიმართება. აქციის
ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური
19:12 / 19.10.2019
ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 8 - 19 °C
img
ქუთაისი 11 - 22 °C
img
ბათუმი 15 - 21 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში, ,,ავანგარდის დასახლებაში", სკვერი მოეწყობა
ქუთაისში ე.წ. ,,ავანგარდის დასახლებაში" სკვერი მოეწყობა. ქუთაისის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
16:45 / 10.10.2019
ბაღდათში, 5 ოქტომბერს დაგეგმილი ღვინის არტ-ფესტივალის პროგრამა ცნობილია
ბაღდათში, 5 ოქტომბერს დაგეგმილი ღვინის არტ-ფესტივალის პროგრამა ცნობილია.
17:11 / 02.10.2019
სამტრედიის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი ფრანგული ენის საუკეთესო მასწავლებლად დასახელდა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლის საუკეთესო მასწავლებლები გამოავლინა.
10:47 / 27.09.2019
15 წლის ქუთაისელი მოსწავლის "ნასაში" მიღებული გამოცდილება
ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა "პროგრესის" 15 წლის
16:44 / 27.09.2019
"სოლიდარობას ვუცხადებ მეშახტეებს"-აქციაზე ტყიბულის მერი და მერიის თანამშრომლები მივიდნენ
მეშახტეების საპროტესტო აქციას ტყიბულის მერი და მერიის თანამშრომლები შეუერთდნენ.
12:55 / 25.09.2019