პოლიტიკა
კვირის ბოლოდან ჭავჭავაძის გამზირზე გარევაჭრობა აიკრძალება
ქუთაისის მერია გარევაჭრობის აღმკვეთი ღონისძიებების მეორე ეტაპს იწყებს. სამუშაო კვირის ბოლოდან, პარასკევიდან გარევაჭრობა ჭავჭავაძის გამზირზეც აიკრძალება. მოვაჭრეებს გაფრთხილებები წერილობითი ფორმით უკვე მიეცათ.

"გარევაჭრობის აკრძალვა პირველი მარტიდან დაიწყო და მივიღეთ შედეგი, რომელსაც მოქალაქეები დადებითად შეხვდნენ. მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია სამართალდამცავებთან, რათა ერთობლივად მოვახდინოთ გარევაჭრობის აკრძალვა. შედეგი არ იქნება ერთჯერადი, იქნება მუდმივი. ქუთაისში გარევაჭრობა არ უნდა იყოს,"-განაცხადა ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ.

ჯავახიას თქმით, მოლაპარაკებები ბაზრების ხელმძღვანელებთან გარემოვაჭრეთათვის ფართის გამოყოფის შესახებ დასრულდა. შეთანხმების შედეგად, ნიკეას ბაზრობის ხელმძღვანელობა გარემოვაჭრეებს ფართს უსასყიდლოდ ორი თვით დაუთმობს, ხოლო ნინოშვილის ბაზრობის - განუსაზღვრელი ვადით.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიამ გარევაჭრობის აკრძალვა პირველი მარტიდან დაიწყო. გარევაჭრობა ნებადართული არ არის ცენტრალური ბაზრის, ე.წ "პასაჟებისა" და ჯაჭვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიებზე.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მერია მის ბალანსზე დარიცხული ავტომანქანების ტექნიკური
16:09 / 15.07.2019
ქუთაისის მერია მის ბალანსზე დარიცხული ავტომანქანების ტექნიკური
ქუთაისში, გრიშაშვილის 26-ში მდებარე
16:40 / 12.07.2019
ქუთაისში, გრიშაშვილის 26-ში მდებარე "თიბისი ბანკის" ფილიალთან
ქუთაისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის
14:49 / 12.07.2019
ქუთაისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის
პარტია
13:16 / 12.07.2019
პარტია "თავისუფალი საქართველოს" წევრმა გოგი წულაიამ ქუთაისში, პუშკინის ქუჩაზე
12:52 / 12.07.2019
"ჟესტი - ხელით დაფარული თვალი, მუდამ გაგვახსენებს ტკივილს, ცისფერებსა
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« ივლისი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
თბილისი 17 - 26 °C
img
ქუთაისი 18 - 32 °C
img
ბათუმი 19 - 26 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მიმდინარეობს მოლაპარაკებები და 7-8 ახალი ფეხბურთელი მოგვყავს" - ზაალ ჩაჩავა
ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობისთვის სახელფასო დავალიანების ნაწილის დარიცხვა მიმდინარეობს.
18:18 / 27.06.2019
ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა
ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.
08:26 / 18.06.2019
"ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზრზე" - სამტრედიის სოფლ მელაურის რწმუნებული
ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზირზე" - ეს სიტყვები სამტრედიის
19:30 / 25.06.2019