ქუთაისში, ვარლამიშვილის ქუჩაზე

სარდაფებში მიმდინარე ვაჭრობის პროცესს სურსათის ეროვნული სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები შეისწავლიან. როგორც ქუთაისის მერიაში განმარტავენ, ტერიტორიები კერძოა და მათ აღნიშნულ ადგილებში ხარვეზების მოგვარების უფლება არ აქვთ. როგორც თვითმმართველობაში ამბობენ, პრობლემების გადასაჭრელად მათ აღნიშნულ უწყებებს თავად მიმართეს.

“საკითხთან დაკავშირებით მივმართეთ სურსათის უვნებლობის სააგენტოს, რათა საქმეში ისინიც ჩაერთონ. ასევე, შემოსავლების სამსახურს, რათა გაირკვეს თუ რამდენად კანონიერად მიმდინარეობს იქ სამეწარმეო საქმიანობა,”-განაცხადა ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ.

ვარლამიშვილის ქუჩაზე, ე.წ “ყვავილების ბაზრის” წინ რძის ნაწარმით, ბოსტნეულითა და მეორადი ტანსაცმლით ვაჭრობენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *