პოლიტიკა
არასრულად შევსებული დეკლარაციები და კორუფციის ნიშნები სამტრედიის მუნიციპალიტეტში
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების შესახებ მორიგი კვლევა გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, გამოვლინდა საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის დარღვევის ნიშნები. იმერეთის მუნიციპალიტეტებიდან კვლევაში ერთ-ერთია სამტრედიის მუნიციპალიტეტი და მისი მერი ვალერიანე ფოცხვერია, რომელსაც ორგანზაცია საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა დარღვევაზე მიუთითებს.

"ვალერიანე ფოცხვერიამ 2017 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ იგი 20%-იანი წილის მესაკუთრეა შპს "ელიტა 5+"-ში , ასევე მას წილის მართვის უფლება სხვა პირისთვის არ გადაუცია, რაც საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა დარღვევაა."- წერია კვლევაში.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის კიდევ ორ თანამშრომელს მიუთითებს კანონდარღვევაზე. კვლევის მიხედვით, მერიის ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკური სტატისტიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსს, ნოე ივანიაძეს, 2017 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული, რომ მისი მეუღლე ნონა ფესვიანიძე არისშპს "ახალი აფთიაქის" 25%-იანი წილის მესაკუთრე.
მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს ზურაბ გოგიას 2017 წლის შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს ასახული, რომ მისი მეუღლე - ნანა მიქელაძე არის სამტრედიაში,კრავეიშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ფართის მესაკუთრე.

ორგანიზაცია მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგი.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
13:03 / 21.10.2019
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" თანამდებობის პირების
ქუთაისში რუსული ოკუპაცის წინააღმდეგ აქცია გაიმართება. აქციის
12:20 / 21.10.2019
ქუთაისში რუსული ოკუპაცის წინააღმდეგ აქცია გაიმართება. აქციის
ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური
19:12 / 19.10.2019
ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 8 - 19 °C
img
ქუთაისი 11 - 22 °C
img
ბათუმი 15 - 21 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში, ,,ავანგარდის დასახლებაში", სკვერი მოეწყობა
ქუთაისში ე.წ. ,,ავანგარდის დასახლებაში" სკვერი მოეწყობა. ქუთაისის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
16:45 / 10.10.2019
ბაღდათში, 5 ოქტომბერს დაგეგმილი ღვინის არტ-ფესტივალის პროგრამა ცნობილია
ბაღდათში, 5 ოქტომბერს დაგეგმილი ღვინის არტ-ფესტივალის პროგრამა ცნობილია.
17:11 / 02.10.2019
სამტრედიის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი ფრანგული ენის საუკეთესო მასწავლებლად დასახელდა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლის საუკეთესო მასწავლებლები გამოავლინა.
10:47 / 27.09.2019
15 წლის ქუთაისელი მოსწავლის "ნასაში" მიღებული გამოცდილება
ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა "პროგრესის" 15 წლის
16:44 / 27.09.2019
"სოლიდარობას ვუცხადებ მეშახტეებს"-აქციაზე ტყიბულის მერი და მერიის თანამშრომლები მივიდნენ
მეშახტეების საპროტესტო აქციას ტყიბულის მერი და მერიის თანამშრომლები შეუერთდნენ.
12:55 / 25.09.2019