“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ქუთაისში შპს “მადლის” ჯიხურების დადგმას გააპროტესტებს.

როგორც პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, ჯიხურები 90-იანი წლების გადმონაშთია და მისი ადგილი 21-ე საუკუნის საქართველოში არ არის. 

“გილოცავთ”, ქუთაისში “ბუტკების” ეპოქა ბრუნდება. ამ ჯიხურების ჩადგმა გოჩა თევდორაძეს უნდოდა და საზოგადოების პროტესტის ფონზე ვერ მოახერხა. საინტერესოა, რა ტიპის გარიგება შედგა ქუთაისის მერსა და გოჩა თევდორაძეს შორის და რის ხარჯზე აძლევენ ამის უფლებას?,”-აცხადებს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გიგა შუშანია.

ბრიფინგი პარტიის ოფისში ხვალ, 10:30 საათზეა ჩანიშნული.

შპს “მადლი” ქუთაისში საკვები პროდუქტების გასაყიდ ჯიხურებს დადგამს. როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, კომპანიას ჯიხურების განთავსების სურვილი ჭავჭავაძის გამზირზე აქვს. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *