პოლიტიკა
"მერია აცხადებს, რომ ქალაქის იერსახესა და ტურიზმის განვითარებაზე ზრუნავს და მეორე მხრივ, ჯიხურების ჩადგმის ნებართვას აწერს ხელს"
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისში შპს "მადლის" ჯიხურების დადგმას აპროტესტებს. პარტიაში აცხადებენ, რომ ქუთაისის მერია თან ტურიზმის განვითარებასა და ქალაქის იერსახეზე ზრუნვის შესახებ საუბრობს და თანვე ჯიხურების ჩადგმის ნებართვას აწერს ხელს.

"ერთი მხრივ, მერია აცხადებს, რომ ქალაქის იერსახეზე და ტურიზმის განვითარებაზე ზრუნავს და მეორე მხრივ, ჯიხურების ჩადგმის ნებართვას აწერს ხელს, რომელშიც სურსათი გაიყიდება. ჯიხურების ეპოქა 90–იანი წლების გადმონაშთია, რომელიც დიდი ხანია დასრულდა და ჯიხურების ადგილი 21–ე საუკუნის საქართველოში არ არის,"-აცხადებს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია.

პარტიაში მიიჩნევენ, რომ შპს "მადლის" უკან "პატრიოტთა ალიანსის" აღმასრულებელ მდივანი გოჩა თევდორაძე დგას. გიგა შუშანია აცხადებს, რომ თევდორაძე "ქართულ ოცნებასთან" და სუსთან ერთად მონაწილეობდა ბორჯომში საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებაში და "პატრიოტთა ალიანსის" დახმარებით მოახერხა "ქართულმა ოცნებამ" უმრავლესობის ფორმირება.

"ეს პროცესები დროში საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს და ამიტომ მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არის ერთ–ერთი იმ ჯილდოთაგანი, რომელიც "პატრიოტთა ალიანსმა" და კონკრეტულად გოჩა თევდორაძემ მიიღო "ქართული ოცნებისგან". 4  წელია ეს პრობლემა არ წამოწეულა და სწორედ ამ მოვლენებს დაემთხვა პროცესის ფორსირება,"-აცხადებს შუშანია.

პარტიაში თვლიან, რომ ქუთაისის მერიის გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია და მას ქალაქისა და მოსახლეობის ინტერესები ეწირება.

რაც შეეხება განცხადებას, რომ მერია ვალდებულია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება აღასრულოს, პარტიაში მიიჩნევენ, რომ თვითმმართველობა ვერ დაამტკიცებს, რომ სასამართლოს დარწმუნება შეუძლებელი იყო. გარდა ამისა, "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ მმართველი ძალა მათ მომხდარს ვერ დააბრალებს, რადგან ჯიხურების ჩადგმის ნებართვა 2013 წელს "ქართულმა ოცნებამ" გასცა.




FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ
16:14 / 12.09.2019
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ფანკლუბის წევრი, ლევან
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ
16:14 / 12.09.2019
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ფანკლუბის წევრი, ლევან
ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ
13:52 / 12.09.2019
ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" პრეზიდენტის
ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ
13:52 / 12.09.2019
ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" პრეზიდენტის
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« სექტემბერი  »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
თბილისი 13 - 24 °C
img
ქუთაისი 14 - 24 °C
img
ბათუმი 18 - 22 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
აწსუ-ს სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-მ სტუდენტურ ლიდერებს შორის შეარჩია
სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-ს კონკურსის გამარჯვებულია.
11:29 / 11.09.2019
აეროპორტი და ქუთაისი
ქუთაისის საერთოაშორისო აეროპორტით ევროპა უფრო ხელშესახები გახდა.
14:35 / 06.09.2019
ვაკანსია

რადიოკომპანია „ძველი ქალაქი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე

00:00 / 29.08.2019
ბაღდათში, ხანისწყალზე ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება
მომავალ წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტს განახლებული ხიდი ექნება.
14:15 / 26.08.2019