ქუთაისში დღეს “ქართული ოცნების”

პარტიული ყრილობა გაიმართება. ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მზადება დილიდან დაიწყო.

თეატრთან დამონტაჟდა მონიტორი, სადაც იმერეთის რეგიონში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი.

ყრილობა 15 საათსა და 30 წუთზე დაიწყება, თუმცა როგორც ის მედიისთვის დახურული იქნება.

ერთადერთი რაც სხდომის დაწყებამდე ჩვენთვის გახდა ცნობილი არის ის, რომ დღეს “ქართული ოცნების” ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარეს აირჩევენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *