პოლიტიკა
ქუთაისში ადამიანის უფლებათა დაცვის 2014-2020 წლების სტრატეგია განიხილეს
"მიმდინარე წელს საქართველოში ძალადობის მსხვერპლი 1000-მდე ქალი გახდა"-აღნიშნულის შესახებ ქუთაისში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს.

სპიკერებმა ადამიანის უფლებათა დაცვის 2014-2020 წლების ეროვნულ სტრატეგიასა და მისი განხორციელებისათვის საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრეს.

"დღევანდელი შეხვედრა ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის პირველი გასვლითი შეხვედრაა. დეპარტამენტი ახალია და მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება იმასთან დაკავშირებით თუ რას საქმიანობს ეს დეპარტამენტი და როგორია მისი მიმართულებები,"-განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ლონდა თოლორაიამ.

შეხვედრა ოჯახში ძალადობის თემებს, ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობასა და მის აღსრულებას, დაკავების დროს არსებულ უფლებებსა და სამართლებრივ გარანტიებს, დევნილთა უფლებებს შეეხო.

"შეხვედრა ემსახურება იმას, რომ ახლადშექმნილი დეპარტამენტის წარმომადგენლებს ესაუბრათ იმ ნაბიჯებზე, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გადაიდგა. ასევე, გვინდოდა შეგვეჯამებინა ის გამოწვევები და არსებული პრობლემები, რომლებიც მომავალში უნდა გადაიჭრას,"-განაცხადა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების აღმასრულებელმა დირექტორმა ნინა ხატისკაცმა.

შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, ადამიანის უფლებათა დამცველები და აქტივისტები დაესწრნენ.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი
მიიღო.
12:58 / 19.07.2019

ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი მიიღო.

იმერეთის გუბერნატორად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა.
21:50 / 18.07.2019
იმერეთის გუბერნატორად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა.
16:51 / 16.07.2019
"თავისუფალი საქართველოს" წევრის გოგი წულაიას ბრალდებებს,
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« ივლისი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
თბილისი 20 - 34 °C
img
ქუთაისი 21 - 28 °C
img
ბათუმი 21 - 26 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მიმდინარეობს მოლაპარაკებები და 7-8 ახალი ფეხბურთელი მოგვყავს" - ზაალ ჩაჩავა
ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობისთვის სახელფასო დავალიანების ნაწილის დარიცხვა მიმდინარეობს.
18:18 / 27.06.2019
"ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზრზე" - სამტრედიის სოფლ მელაურის რწმუნებული
ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზირზე" - ეს სიტყვები სამტრედიის
19:30 / 25.06.2019
რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს
ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს.
15:18 / 29.06.2019