პოლიტიკა
ქუთაისში გარევაჭრობის შედეგად დაზიანებული ტროტუარები მოეწყობა
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ტროტუარები, რომლებიც გარევაჭრობის შედეგად დაზიანდა რეაბილიტირდება და მიმდებარე ტერიტორია მოეწყობა. აღნიშნულის შესახებ განცხადება ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ გააკეთა.

,,უნებართვო გარევაჭრობა უკვე მთელი ქალაქის მასშტაბით აიკრძალა. ყველა გარემოვაჭრემ ალტერნატიული სამუშაო ფართი მიიღო და ადგილზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ჩვენ არ დავუშვებთ უნებართვო გარევაჭრობას. ქალაქმა უნდა შეინარჩუნოს იერსახე. ტერიტორია უკვე დასუფთავდა. ამჯერად იმ ტროტუარების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომლებიც გარევაჭრობის შედეგად დაზიანდა. ადგილზე ინფრასტრუქტურაც გაიმართება. სამუშაოები უკვე დაწყებულია,"-განაცხადა ქუთაისის მერმა.

შეგახსენებთ, რომ გარევაჭრობა ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში 1-ლი მარტიდან, ხოლო ჭავჭავაძის გამზირზე 21 აპრილიდან აიკრძალა.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ამინდი
თბილისი -2 - 4 °C
img
ქუთაისი -4 - 4 °C
img
ბათუმი 3 - 7 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო. ქუთაისის
16:26 / 21.01.2020
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 20 იანვარს განახლდება 
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლება 20 იანვარს იგეგმება.
15:08 / 15.01.2020
,,დათვის ტბა" , ,,ბოგა" - ხონში ტურისტებისთვის დამატებითი სანახაობების შეთავაზებაზე მუშაობენ
ხონში ტურისტებისათვის ახალი ადგილების შეთავაზებაზე მუშაობენ. ხონის მუნიციპალიტეტის მერი,
18:18 / 10.01.2020