“ქართული ოცნების” რეგიონულ კონფერენციაზე

ქუთაისში პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ბიუროს წევრები და დელეგატები აირჩიეს. პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია დაასახელეს, ყრილობის დელეგატები კი ქუთაისის საკრებულოს დეპუტატები გახდნენ უმრავლესობიდან.

“ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. უკვე მეორედ ამირჩიეს პარტიის თავმჯდომარედ. შევეცდებით, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი საქალაქო ორგანიზაცია. ჩემი არჩევის შემდეგ, ჩვენ რამდენიმე დამაჯერებელ გამარჯვებას მივაღწიეთ. გავაგრძელებთ წარმატებისკენ სვლას გუნდთან ერთად რათქმაუნდა.”,- განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

“ქართული ოცნების” რეგიონულ კონფერენციას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარტიის გენერალური მდივანთან, თბილისის მერი კახა კალაძესთან, აღმასრულებელ მდივანთან ერთად დაესწრო. კონფერენციაზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმყოფებოდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *