ვანში გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა დასაშვებზე მეტია
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა  ასოციაცია ვანში, გადსატანი ყუთის სიაში ამომრჩეველთა რაოდენობის გზარდას საეჭვოდ მიიჩნევს. კერძოდ, ვანის #53 საოლქო საარჩევნო კომისიამ 2018 წლის 26 აპრილის #13/2018 განკარგულების თანახმად, ვანის #53 საარჩევნო ოლქში შემავალ საუბნო საარჩევნო კომისიების გადასატანი ყუთის სიებში შეიყვანა საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების 3%-ზე ზევით ამომრჩევლები, რითაც გადასატანი ყუთით ხმის მიცემის შესაძლებლობა დამატებით კიდევ 299 ამომრჩეველს მისცა.


"საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების 3%-ზე ზევით ამომრჩევლების გადასატან ყუთის სიაში შეყვანა მოქმედი კანონმდებლობით შესაძლებელია როგორც გამონაკლისი. ზემოაღნიშნულის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია.

ჩვენთვის უცნობია ის ფაქტი, თუ კონკრეტულად რამ განაპირობა საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება და რამდენად იყო საოლქო საარჩევნო კომისია ინფორმირებული კონკრეტულ ამომრჩეველთა მიერ გადასატანი ყუთით ხმის მიცემის საჭიროების შესახებ.

მიგვაჩნია, რომ ვანის #53 ოლქში შემავალ 31 საარჩევნო უბნიდან 25 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის სიაში 3%-ზე ზევით ამომრჩევლების დამატების შესახებ გადაწყვეტილება გამონაკლისს უკვე აღარ წარმოადგენს და ბადებს ეჭვს გადასატანი ყუთის მეშვეობით ამომრჩეველთა ხმების მობილიზების შესახებ."- აცხადებენ საიაში. 

საარჩევნო კოდექსის 33-ე მუხლის მე-4 მუხლის თანახმად, გადასატანი ყუთის სიაში შეყვანილი ამომრჩევლების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების 3 პროცენტს. აღნიშნული რაოდენობის შევსების შემდეგ ამომრჩეველთა გადასატანი ყუთის სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია სხდომაზე დამსწრეთ ორი მესამედით.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტში პანდემიის მართვის პროგრამისთვის 53
ათასი ლარია გათვალისწინებული.
17:55 / 25.11.2020

ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტში პანდემიის მართვის პროგრამისთვის 53 ათასი ლარია გათვალისწინებული.

Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 2 - 8 °C
img
ქუთაისი 1 - 7 °C
img
ბათუმი 6 - 10 °C
img
სოხუმი 3 - 9 °C
img
ფოთი 6 - 10 °C
img
თელავი 2 - 8 °C
img
მესტია -11 - -2 °C
img
ზუგდიდი 3 - 9 °C
img
ბორჯომი -4 - 3 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში ავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა

ავარია ქუთაისში - ახალგაზრდობის გამზირზე ავტომობილი ხეს შეეჯახა.

01:11 / 30.10.2020
,,გაბედეს'' წევრებმა #59 საოლქო კომისიაში მეორე კლასის მათემატიკის წიგნი და საანგარიშო მიიტანეს

ქუთაისის #59 საოლქო კომისიის შენობაში  მოძრაობა ,,გაბედეს’’ წევრებმა მეორე კლასის მათემატიკის წიგნი და საანგარიშო მიიტანეს.

00:38 / 06.11.2020
პოლიტიკის სიახლეები
ქუთაისის ბიუჯეტში სარეზერვო ფონდსა და პანდემიის მართვის პროგრამას თანხები დაემატა
17:55 / 25.11.2020

ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტში პანდემიის მართვის პროგრამისთვის 53 ათასი ლარია გათვალისწინებული.