ხონის საარჩევნო ოლქის #5 საარჩევნო უბანთან  ერთმანეთს

“ევროპული საქართველოსა” და “ქართული ოცნების” მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება კენჭისყრის შენობაში დაიწყო და საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა. საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლის განცხადება გახდა. განცხადების თანახმად, კენჭისყრის შენობაში “ქართული ოცნების” მხარდამჭერები აგიტაციას ეწეოდნენ. კერძოდ, ისინი აჩერებდნენ ამომრჩევლებს და ესაუბრებოდნენ. ამასთან ორი პირი პარტიის სიმბოლიკიან მაისურს ატარებდა.

“გვინდა აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლი მე-11 პუნქტის თანახმად, კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია. ამავე კოდექსის თანახმად, მე-2 მუხლის ჰ)10 პუნქტის თანახმად, კენჭისყრის შენობა არის შენობა ან შენობის ნაწილი, რომელშიც განთავსებულია საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის ოთახი.”- აცხადებენ საიაში.

ორგანიზაცია საარჩევნო პროცესებში მონაწილე პირებს მოუწოდებსმაქსიმალურად თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის ძალადობისგან, დაიცვან კანონი, ამასთან უზრუნველყონ, რომ არ მოხდეს მათი მხარდამჭერების მობილიზება უბნების მიმდებარე პერიმეტრზე, რათა საუბნო კომისიებს მიეცეთ მშვიდ და უსაფრთხო ვითარებაში მუშაობის შესაძლებლობა, ხოლო ამომრჩევლებს – ნების თავისუფლად გამოვლენის შესაძლებლობა.

სართალდამცავ ორგანოებმა მყისიერად აღკვეთონ ძალადობის ნებისმიერი ფაქტი და უზრუნველყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ ვითარებაში წარმართვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *