პოლიტიკა
ვანში გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩეველთა შეყვანა შესაძლოა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს
კომისიის გადაწყვეტილებით, ვანის საარჩევნო ოლქში შემავალ 31 საარჩევნო უბნიდან 25 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის სიებში დამატებით შეიყვანეს დაახლოებით 300 ამომრჩეველი, რაც კონკრეტულ საარჩევნო უბნებზე რეგისტრირებული ამომრჩევლების 3%-ს აღემატება. 

საიას დამკვირვებლების მიერ ვანის #21 და #23 საარჩევნო უბნებზე გადამოწმდა გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩევლების შეყვანის საკითხი. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებთან გასაუბრების შედეგად გამოვლინდა შემდეგი:

- #21 უბანზე განცხადებები ამომრჩევლების გადასატანი ყუთის სიაში შეყვანასთან დაკავშირებით საუბნო საარჩევნო კომისიაში წარადგინეს კოორდინატორებმა, რის შემდეგაც აღნიშნულ განცხადებების საფუძველზე მოხდა ამომრჩევლების შეყვანა გადასატანი ყუთის სიაში;

- #23 საარჩევნო უბანზე კი დაფიქსირდა ფაქტი, როდესაც გადასატანი ყუთის სიაში შეყვანილმა რამდენიმე ამომრჩეველმა უარი განაცხადა ხმის მიცემაზე იმ არგუმენტით, რომ არ სურდათ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. კომისიის წევრების განმარტებით, მათ გამოხატეს უკმაყოფილება მათი გადასატანი ყუთის სიაში შეყვანასთან დაკავშირებით. 

"იკვეთება, რომ ვანის #21 და #23 საარჩევნო უბნების შემთხვევაში სავარაუდოდ, დარღვეულია ამომრჩევლების გადასატანი ყუთის სიაში შეყვანის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესი. ამასთან, შესაძლოა, ზემოთ აღნიშნული ფაქტები შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც. აგრეთვე, არ არის გამორიცხული რომ მსგავს ფაქტებს შესაძლოა ადგილი ჰქონოდა სხვა საარჩევნო უბნებზე.

აქვე განვმარტავთ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება #13/2018 დაუსაბუთებელია. ასევე დაუსაბუთებელია კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმი. შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია ის ფაქტი, თუ კონკრეტულად რამ განაპირობა საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება და რამდენად იყო საოლქო საარჩევნო კომისია ინფორმირებული კონკრეტულ ამომრჩეველთა მიერ გადასატანი ყუთით ხმის მიცემის საჭიროების თაობაზე."- წერია საიას განცხადებაში.

ორგანიზაცია აგრძელებს  საქმის შესწავლას და საზოგადოებას უახლოეს მომავალში მიაწოდებს დამატებით ინფორმაციას.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ
16:14 / 12.09.2019
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ფანკლუბის წევრი, ლევან
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ
16:14 / 12.09.2019
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ფანკლუბის წევრი, ლევან
ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ
13:52 / 12.09.2019
ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" პრეზიდენტის
ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ
13:52 / 12.09.2019
ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" პრეზიდენტის
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« სექტემბერი  »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
თბილისი 13 - 24 °C
img
ქუთაისი 14 - 24 °C
img
ბათუმი 18 - 22 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
აწსუ-ს სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-მ სტუდენტურ ლიდერებს შორის შეარჩია
სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-ს კონკურსის გამარჯვებულია.
11:29 / 11.09.2019
აეროპორტი და ქუთაისი
ქუთაისის საერთოაშორისო აეროპორტით ევროპა უფრო ხელშესახები გახდა.
14:35 / 06.09.2019
ვაკანსია

რადიოკომპანია „ძველი ქალაქი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე

00:00 / 29.08.2019
ბაღდათში, ხანისწყალზე ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება
მომავალ წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტს განახლებული ხიდი ექნება.
14:15 / 26.08.2019