საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში 5 საჩივარი დარეგისტრირდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, ყველა საჩივარი პროცედურული ხასიათის მცირე ხარვეზებს შეეხება.

“მაგალითად, 2 საჩივარი დაიწერა ერთი და იგივე საკითხზე ხონის №3 საარჩევნო უბანთან დაკავშირებით. კერძოდ, საარჩევნო უბანზე დაბრუნებული გადასატანი საარჩევნო ყუთის ჭრილი იყო დაულუქავ მდგომარეობაში. მოთხოვნილია გადასატანი ყუთის ბათილობა. ერთი საჩივარი დაწერილია ვანის №20 საარჩევნო უბანთან დაკავშირებით. კერძოდ, ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა ერთით ნაკლებია გაცემულ ბიულეტენებზე. აღნიშნულის თაობაზე, კომისიის რეგისტრატორი წევრი ახსნა-განმარტებით ადასტურებდა, რომ გამორჩენილ იქნა ერთი ამომრჩევლის ხელმოწერა ამომრჩეველთა სამაგიდო სიაში”,-განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა.

20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა. №54 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის 60 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 57.9% (27 846 ამომრჩეველი).

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *