საარჩევნო ადმინისტრაციამ საზოგადოებას

2018 წლის 28 აპრილის საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგები გააცნო.

“როგორც კენჭისყრა, ისე ხმების დათვლის პროცედურა საარჩევნო უბნებზე მშვიდ გარემოში, კანონმდებლობის სრული დაცვით წარიმართა. არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა დაკვირვებოდა ხმის დათვლის პროცესს. დღის განმავლობაში, ჩვენ მიერ გავრცელებული ინფორმაციის გარდა საჩივრებთან დაკავშირებით, ამ ეტაპისთვის დამატებით ახალი მონაცემი საარჩევნო ადმინისტრაციას არ მიუღია,” – განაცხადა ანა მიქელაძემ.

№54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გამართული საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები 60-ვე უბნის მიხედვით, 6 რეგისტრირებულ კანდიდატს შორის შემდეგნაირად გადანაწილდა:

№2 გიორგი უგულავა – 10 404 (38.38%)

№17 გიორგი ლილუაშვილი – 124 (0.46%)

№21 ზურაბ ქართველიშვილი – 59 (0.22%)

№23 მამუკა ტუსკაძე 399 – (1.47%)

№41 გივი ჭიჭინაძე 15 684 – (57.86%)

№42 ვასილ კოპალიანი 436 – (1.61%)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *