ქუთაისში, იუსტიციის სამკნისტროსა და დემოკრატიული

ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა. იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა ლანა მორგოშიამ არასამთვრობო სექტორს ღია მმართველობის პარტნიორობის პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ღია მმართველობის პარტნიორობა – “OGP” აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მათ 2011 წელს 8 ქვეყნის ინიციატივად დააფუძნეს. ინიციატივა მთავრობებისა და სახელისუფლებლო შტოების მეტ გამჭვირვალობას გულისხმობს. პარტნიორობის მონაწილე ქვეყნის მთავრობები იღებენ ვალდებულებას, მოქალაქეებისათვის იყვნენ უფრო ღია და გახსნილი, ჩართონ ისინი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ხელმისაწვდომი და კომფორტული გახადონ სახელმწიფო სერვისები. აღებული ვალდებულებების შესრულების ხარისხით განისაზღვრება ქვეყნის წარმატება “ღია მმართველობის პარტნიორობის” ფარგლებში.

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც “ღია მმართველობის პარტნიორობას” 2011 წლის სექტემბერში შეუერთდა. დღეს ჩვენი ქვეყანა პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყანაა.

“ჩვენ საჯარო კონსულტაციებს მთელი საქართველოს მასშტაბით ვატარებთ. ჩვენ ვხვდებით მოსახლეობას. გვაინტერესებს მათი იდეები და რეკომენდაციები, რომლები შესაძლოა ღია მმართველობის 2018-19 წლების სამოქმედო გეგმაში იქნეს გათვალისწინებული. რომ არა საქართველოს მხრიდან წარმატებები ამ პარტნიორობაში. ძალიან დიდი აღიარება ჰპოვა საქართველოს ვალდებულებებმა და ამან უბიძგა იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ საქართველო თავმჯდომარე ქვეყნად აერჩიათ.”- განაცხადა იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა ლანა მორგოშიამ.

ღია მმართველობის პროგრამას მხარდაჭერას USAID-ი უცხადებს.  USAID-ის დემოკრატიის მმართველობის პროგრამის წარმომადგენელმა მიხეილ დარჩიაშვილმა ყურადღება მთავრობისა და მოსახლეობის ერთობლივ მუშაობაზე გაამახვილა ყურადღება სხვადასხვა პროგრამების განხორციელებაში.
“ამ პროგრამის იდეა არის ის, რომ ერტად იგეგმება ვალდებულებები და შემდეგ მისი შესრულებაც ეთად ხდება. ამ კონსულტაციის მიზანი არის, ის რომ მოსახლეობიდან ის ინიციატივები წამოვიდეს, რომელიც სამოქმედო გეგმაში მოხვდება და მას განახორციელებს 2 წლის განმავლობაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე.”- განაცხადა მიხეილ დარჩიაშვილმა.

ქუთაისი ღია მმართველობის პარტნიორობის პროგრამაში შარშან წინ ჩაერთო. მიხეილ დარჩიაშვილის თქმით ადგილობრივმა თვითმმართველობამ და აღებული ვალდებულებები წარმატებით შეასრულა.  ვალდებულება ბიუჯეტის დაგეგმვას და ამ პროცესში მოქალაქეების ჩართულობას ითვალისწინებდა.

იუსტიციის სამინისტროსა და USAID-თან ერთად პროგრამაში ჩართულია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. საიას ქუთაისს ფილიალის ხელმძღვანელის, ზაალ გორგიძის თქმით, იმისათვის, რომ შედეგი მივიღოთ მოსახლეობის აქტიურობა მნიშნელოვანია.

“თითოეული მოქალაქე უნდა იყოს ჩართული, რომ თვითმმართველობა გამოაფხიზლოს ამა თუ იმ საკითხებთან დაკავშირებით. დაესწრონ საკრებულოს სხდომებს, მოსთხოვონ რაიმეს გათვალისწინება, შესრულებაზე პასუხისმგებლობა და ა. შ. თვითმმართველობიდან ჩვენ პასიოურობას უფრო ვგრძნობთ, ვიდრე აქტიურობას ამ საკითხებთან დაკავშირები.”- განაცხადა ზაალ გორგიძემ.

ღია მმართველობის პროგრამის 2018 -2019 წლების სამოქმედო გეგმის შესახებ რეგიონებში კონსულტაცია ქუთაისში, შეხვედით, დასრულდა. კონსულტაციებისას მოქალაქეების, არასამთვრობო სექტორის, თვითმმართველობების მიერ გამოთქმულ მოსაზრებები ღია მმართველობასთან დაკავშირებით დამუშავდება და როგორც იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა განმარტა 2 წლიან საქმოქმედო გეგმაში მათი ასახვა მოხდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *