ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის შედეგად

გასული წლის დეკემბერში კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური გაუქმდა. შეეგად გაჩნდა კულტურის განყოფილება და ა(ა)იპ ქუთაისის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანება, რომლებსაც ქალაქში ღონიძიებების გამართვა ევალებათ.

რამდენიმე დღის წინ, ა(ა)იპი ხელმძღვანელის გარეშე დარჩა და რევაზ თედორაძის სამსახურიდან წასვლის მიზეზად კულტურისა განყოფილების ხელმძღვანელთან უთანხმოება დასახელდა.

“ევროპულ საქართველოში” ორი სამსახურის ერთ ფუნქციაზე მიუთითებენ და ამბობენ, რომ თავის დროზე ა(ა)იპის შექმნა, შემდეგ კულტურის სამსახურის გაუქმება შეცდომა იყო. საკრებულოს დეპუტატი მერაბ მეშველიანი ამბობს, რომ ორი სამსახური ერთნაირი ფუნქციით პრობლემებს ქმნის.

“ჩვენ, “ევროპული საქართველო” წინააღმდეგი ვიყავით კულტურის სამსახურის გაუქმების. ასევე წინააღმდეგი ვიყავით ჩამოყალიბებულიყო ახალი “მონსტრი”, ამ შემთხვევაში ა(ა(იპ-ს ვგულისხმობ. ჩვენ ვამბობდით, რომ ეს გამოიწვევდა მმართველობაში პრობლემებს, მენეჯმენტის მართვის პრობლემებს და დაპირისპირებას. ჩვენ მივიღეთ კულტურის განყოფილება, რომელსაც პრეტენზია აქვს ქალაქის კულტურული ღონისძიებები მართოს და კულტურის ა(ა)იპი, რომელსაც ფუნქცია მოვალეობებით უფრო მეტი შეუძლია, რომ შეასრულოს სამუშაოები. სწორედ ამიტომ, შესაძლოა დაპირისპირება მომხდარიყო, რადგან ჩვენ გვყავს ორი ჯგუფი, რომლებსაც აქვთ პრეტენზია იმისა, რომ კულტურული პროცესები მართონ”,- განაცხადა მერაბ მეშველიანმა.

მისი თქმით, მერიის ა(ა)იპებში მომხდარი ცვლილებები იმითაა გამოწვეული, რომ ქალაქის მერის საკუთარი გუნდი ჰყავდეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *