პოლიტიკა
"ქალაქის მერიამ ქონება იჯარით აუქციონის წესით უნდა გასცეს"
ქუთაისის მერიამ 2017 წელს იჯარით 37 ქონება გასცა. 30 პირდაპირი წესით, ხოლო 7 აუქციონის მეშვეობით. სტატისტიკას "ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის წევრი მერაბ მეშველიანი ასაჯაროვებს. მეშველიანის აზრით, მერიამ ქონების პირდაპირი წესით გადაცემა უნდა შეწყვიტოს.

"პროცესი უფრო გამჭვირვალე უნდა იყოს, უფრო მეტი უნდა იყოს კონკურენცია. ქალაქის მერიამ ქონება იჯარით აუქციონის წესით უნდა გასცეს. არის შემთხვევები, როდესაც მიეცათ გარკვეული ქონებები, მაგრამ იქ სამუშაოები დაწყებულიც კი არ არის. მაგალითად, შპს "ფარს" ქალაქის ცენტრში 25 კვადრატული კილომეტრი გადასცეს, რათა დაესრულებინა სამუშაოები. მათ 2017 წლის 20 ოქტომბერს, პირდაპირი წესით, 250 კვადრატული კილომეტრი იმისათვის მისცეს, რომ მოეწყობოდა სკვერი და გარემო. ერთი წელი გავიდა და იქ არაფერი მომხდარა,"-განაცხადა მეშველიანმა.

მეშველიანი ამბობს, რომ შპს "ფარი" ზუსტი მაგალითია იმისა, თუ რატომ არ უნდა გაიცეს ქონება პირდაპირი განკარგვის წესით. მისივე განმარტებით, ფრაქციამ მშენებლობის დასრულების ვადის დასახელება მოითხოვა და როგორც აღმოჩნდა, პროექტი მიმდინარე თვის ბოლოს უნდა ჩაბარდეს. მეშველიანი აცხადებს რომ საეჭვოა, მაისის ბოლომდე ადგილზე რაიმე ტიპის შენობის აღმართვა მოხერხდეს.




FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
15:39 / 18.01.2019
"ევროპა ჩვენი სახლია" ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს ნიკოლოზ ლატარიას
ზესტაფონის მერმა მერობის ყოფილ კანდიდატს პროკურატურაში უჩივლა.
17:05 / 14.01.2019
ზესტაფონის მერმა მერობის ყოფილ კანდიდატს პროკურატურაში უჩივლა.
14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის
14:12 / 14.01.2019
14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის
23:14 / 11.01.2019
"თუ საკრებულომ არ მოითხოვა, მე მოვითხოვ
ვალუტა
EUR
EUR
3.0368
TRY
TRY
0.4974
USD
USD
2.6629
«« იანვარი  »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
თბილისი -2 - 8 °C
img
ქუთაისი 2 - 10 °C
img
ბათუმი 5 - 11 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში სილამაზის სალონი დაიწვა
ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე სილამაზის სალონი დაიწვა.
13:32 / 14.01.2019
ქუთაისში მომავალ წელს საახალწლო განწყობის შექმნაზე, სავარაუდოდ, ქალაქის დიზაინერი იზრუნებს
ქუთაისის მერმა ქალაქში საახალწლო განათების შესახებ ისაუბრა. როგორც გიორგი ჭიღვარიამ განმარტა, მერიამ წელს განათება
15:46 / 25.12.2018
ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, ახლადაშენებული ტაძარი აკურთხეს
ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, ახლადაშენებული ტაძრის
13:38 / 17.01.2019
გარდაცვლილია სამი ადამიანი- ავარია წყალტუბო-ქუთაისის გზაზე
ქუთაისი-წყალტუბოს საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას
12:34 / 15.01.2019