პოლიტიკა
შავი ზღვის კურორტზე ქუთაისის მერია წელს 270 ბენეფიციარს გაგზავნის
შავი ზღვის კურორტზე ქუთაისის მერია 270 ბენეფიციარს სამკურნალო- სარეაბილიტაციოდ გაგზავნის. შავი ზღვის მაგნიტური ქვიშის სანაპიროზე, კურორტული სამკურნალო-სარეაბილიტაციო მომსახურებისათვის ტენდერი გამოცხადდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 99 ათას 900 ათასი ლარია.

ღონისძიებაში მონაწილე ბენეფიციარებს მიეკუთვნებიან: 

18 წელს ზემოთ შშმ პირებზე მომუშავე ორგანიზაციის ბენეფიციარები (საჭიროების შემთხვევაში მომვლელიც), რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000.

3-18 წლის შშმ პირები და მათი მომვლელები.

მე-2 მსოფლიო ომის მონაწილეები.


მიმწოდებელი" ვალდებულია ბენეფიციარების (ერთ ნაკადზე არანაკლებ 90 ბენეფიციარი, მათ შორის 10(ათი) ეტლით მოსარგებლე) დასვენება უზრუნველყოს მაგნიტური ქვიშის სანაპიროსთან პირველ ზოლში, კეთილმოწყობილ სასტუმროს კორპუსში (ბენეფიციარებს ზღვაზე გასასვლელად არ უნდა დაჭირდეს გზის გადაკვეთა) საცხოვრებელი გარემო უნდა იყოს კომფორტული და მისადაგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე.

სასტუმროს უნდა გააჩნდეს პანდუსი და ორი, სამი და ოთხ საწოლიანი საცხოვრებელი ნომრები, თითოეულ ნომერში მოწესრიგებული სველი წერტილებით.

სასტუმროს ყველა ოთახი აღჭურვილი უნდა იყოს კონდენციონერით, მაცივრით და შესაბამისი ავეჯით (კარადა, ტუმბო, მაგიდა, სკამები, სარკე) და უნდა ჰქონდეს კეთილმოწყობილი კვების ბლოკი შესაბამისი ინვენტარით.

სასტუმროში დაცული უნდა იყოს სახანძრო უსაფრთხოების წესები და ყველა სართულზე უნდა იყოს ცეცხლმაქრი.

სასტუმროს უნდა ჰქონდეს ადაპტირებული გასასვლელი ზღვაზე, იზოლირებული ეზო დასასვენებელი სკამებით.

"მიმწოდებელმა" უნდა უზრუნველყოს ბენეფიციარების დღეში სამჯერადი კვება მაღალკალორიული საკვებით, დიაბეტით დაავადებულებისათვის დიეტური საკვებით, ასევე უზრუნველყოს სამაშველო და სადღეღამისო პირველადი სამედიცინო მომსახურების გაწევა.

სატენდერო წინადადებების მიღება 23 მაისს იწყება და 35 მაისს მთავრდება. 

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
2017 წელს ქუთაისის მერიამ ა(ა)იპებისა და შპს-ების
ფუნქციონირებისათვის
14:16 / 23.10.2019
2017 წელს ქუთაისის მერიამ ა(ა)იპებისა და შპს-ების ფუნქციონირებისათვის
ქუთაისში მუნიციპალური იურიდიული პირების რაოდენობა ყოველწლიურად
იზრდება.
14:00 / 23.10.2019
ქუთაისში მუნიციპალური იურიდიული პირების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 8 - 19 °C
img
ქუთაისი 11 - 22 °C
img
ბათუმი 15 - 21 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში, ,,ავანგარდის დასახლებაში", სკვერი მოეწყობა
ქუთაისში ე.წ. ,,ავანგარდის დასახლებაში" სკვერი მოეწყობა. ქუთაისის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
16:45 / 10.10.2019
ბაღდათში, 5 ოქტომბერს დაგეგმილი ღვინის არტ-ფესტივალის პროგრამა ცნობილია
ბაღდათში, 5 ოქტომბერს დაგეგმილი ღვინის არტ-ფესტივალის პროგრამა ცნობილია.
17:11 / 02.10.2019
სამტრედიის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი ფრანგული ენის საუკეთესო მასწავლებლად დასახელდა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლის საუკეთესო მასწავლებლები გამოავლინა.
10:47 / 27.09.2019
15 წლის ქუთაისელი მოსწავლის "ნასაში" მიღებული გამოცდილება
ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა "პროგრესის" 15 წლის
16:44 / 27.09.2019
"სოლიდარობას ვუცხადებ მეშახტეებს"-აქციაზე ტყიბულის მერი და მერიის თანამშრომლები მივიდნენ
მეშახტეების საპროტესტო აქციას ტყიბულის მერი და მერიის თანამშრომლები შეუერთდნენ.
12:55 / 25.09.2019