იმერეთის გუბერნიამ ჩინეთის ძიანსის პროვინციის დელეგაციას უმასპინძლა.

 

შეხვედრაზე სტუმრებს იმერეთში, სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული პოტენციალი გააცნეს.

დაინტერესების შემთხვევაში, ჩინური მხარე რეგიონში მასშტაბური ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. იმერეთის გუბერნიის ინფორმაციით, თანამშრომლობის შემთხვევაში, ჩინური მხარე ინვესტიციის ტიპსა და მშენებლობისათვის სასურველ ტერიტორიას შეარჩევს.

იმერეთის მხარესა და ძიანსის პროვინციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი რამდენიმე თვის წინ გაფორმდა. ხელშეკრულება მხარეებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *