თერჯოლის მუნიციპალიტეტში, კონკურსის შედეგად, 33 ვაკანტური ადგილისათვის 31 საჯარო მოხელე შეარჩიეს.

ამ ეტაპზე თანამდებობეზე 26 პიროვნებაა დანიშნული.

მოხელეები თერჯოლის მერიის პირველადი და მეორადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებად და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებად გადანაწილდნენ.

მერიაში სხვადასხვა პოზიციაზე და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებად 13-13 მოხელეა დანიშნული. მათ შორისაა ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელები და სპეციალისტები.

თერჯოლის მერიაში აცხადებენ, რომ საჯარო მოხელეების სხვადასხვა თანამდებობაზე დანიშვნა უახლოეს დღეებში დასრულდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *