ქუთაისის საკრებულოს რიგით მე-8 სხდომაზე, ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა

გია უკლებამ მმართველ გუნდ მიმართა. უკლება დაინტერესდა, რატომ ვერ ხერხდება ამ დრომდე ასათიანის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესის დასრულება და განაცხადა რომ, სავარაუდოდ, წინა მერის მსგავსად, არც ახალ მერს ეყოფა ვადა ქუჩის აღსადგენად. 

“ქუჩის რეაბილიტაცია დაუსრულებელია და არავის აქვს პასუხი კითხვაზე, თუ როდის განახლდება ის. ამიტომ, მივმართე საკრებულოს თავმჯდომარეს, იქნებ მოგვემზადებინა თხოვნის წერილი ბერასთვის და ასათიანის ქუჩასთან დაკავშირებით გაერეპა,”-განაცხადა გია უკლებამ.

ასათიანის ქუჩის რეაბილიტაცია 2014 წელს დაიწყო. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *