ქუთაისის მერია ქალაქში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ობიექტების რეაბილიტაციას ჩაუტარებს.

აღნიშნულისათვის ბიუჯეტიდან 720 ათასი ლარი გამოიყოფა. საკითხს საკრებულოს დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.

როგორც ირკვევა, რეაბილიტაცია 24-მდე ობიექტს ჩაუტარდება. ობიექტებში მერიის საკუთრებაში არსებული შენობები მოიაზრება, რომლებსაც კედლები აქვს დაზიანებული.

“საინტერესოა, იყო თუ არა მოთხოვნა იმ ადამიანებისაგან, რომელთაც საკუთარი სახლი დაუზიანდათ. მერიაში მითხრეს, რომ მოსახლეობამ განაცხადები გააკეთა. სამწუხაროდ, მთავრობამ არ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზიანი მოქალაქეებისთვის აენაზღაურებინათ,”-განაცხადა ფრაქცია “ევროპული საქართველოს” დეპუტატმა მერაბ მეშველიანმა.

შეგახსენებთ, რომ მდინარე ოღასკურა გასული წლის 16 ოქტომბერს კალაპოტიდან გადმოვიდა და ქალაქის ქუჩები დატბორა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *