პოლიტიკა
"გადაწყვეტილება ყოვლად ამაზრზენი იყო"-პოლიტიკოსების განცხადებები ქუთაისში გამართულ აქციაზე
ქუთაისში, მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების გამოძიების შედეგები გააპროტესტეს.

საპროტესტო გამოსვლა ქალაქის ცენტრში დაიწყო და შეკრებილებმა დღის ბოლოს პარლამენტთან გადაინაცვლეს. მოქალაქეებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და პოლიტიკოსები შეუერთდნენ.

"თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გოგი წულაიას თქმით, მომხდარ ფაქტს მთავრობის გადადგომა უნდა მოჰყვეს.

"ამ ხელისუფლებამ წინა ხელისუფლებისაგან ვერ ისწავლა. თვითონაც იგივე შეცდომებს უშვებს, რამაც წინა ხელისუფლება შეიწირა. შოთაძის გადადგომა არაფერს ნიშნავს, რადგან შოთაზე არასდროს ყოფილა პროკურორი, ის იყო პაიკი. ამას უნდა მოჰყვეს სისტემური ცვლა და მთავრობის გადადგომა, პარლამენტის დაშლა და რიგგარეშე არჩევნები,"-განაცხადა წულაიამ.

ქუთაისის ყოფილი მერი გია თევდორაძე მიიჩნევს, რომ შეუძლებელია, დღეს რომელიმე ადამიანს სარალიძის მიმართ სოლიდარობის გრძნობა არ გააჩნდეს.

"სასამართლოს გადაწყვეტილება ყოვლად ამაზრზენი და ცინიკური იყო. 6 თვის შემდეგ კაცსს უთხრეს, რომ მისი შვილის მკვლელი არ არსებობდა. შოთაძე პატარა ჭანჭიკია, რომლის გადადგომითაც არაფერი იცვლება,"-ამბობს თევდორაძე.

"ყველა სხვა პრობლემა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ არის მეორეხარისხოვანი,"-განაცხადა "გირჩის" ხელმძღვანელმა თემურ ცამციშვილმა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და ქვეყანაში არსებული განუკითხაობა დაასრულოს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ბესიკ ბრეგაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ქვეყანაში უნდა დანერგოს იმის განცდა, რომ დანაშაული შეიძლება დაუსჯელი დარჩეს.

"საზოგადოებას აქვს განცდა რომ დაუცველია. წარმოუდგენელია, რომ ადამიანი დაიღუპოს და მკვლელი არ არსებობდეს,"-განაცხადა ბრეგაძემ.

შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები დამნაშავეთა დასჯას ითხოვენ.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში მოუწესრიგებელი მიწისქვეშა გადასასვლელის არსებობას
13:23 / 18.02.2019
ქუთაისში მოუწესრიგებელი მიწისქვეშა გადასასვლელის არსებობას
ქუთაისის ცენტრალური ისტორიული უბანი თანამედროვე სტანდარტების
შესაბამისად ადაპტირდება.
15:58 / 16.02.2019
ქუთაისის ცენტრალური ისტორიული უბანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ადაპტირდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა,
გიორგი ქობულიამ ქუთაისის ეკონომიკური განვითარების
14:21 / 16.02.2019

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ ქუთაისის ეკონომიკური განვითარების

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში უვადო მოსამართლედ
17:43 / 14.02.2019
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში უვადო მოსამართლედ
14:09 / 14.02.2019
"ლეიბორისტული პარტიის" წევრები ქუთაისში ახლადგახსნილ სკეიტპარკში დაზიანებული ინფრასტრუქტურის შესახებ საუბრობენ.
ვალუტა
EUR
EUR
2.9791
TRY
TRY
0.5010
USD
USD
2.6413
ამინდი
თბილისი 2 - 8 °C
img
ქუთაისი 3 - 7 °C
img
ბათუმი 6 - 9 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
სალომე ზურაბიშვილი წყალტუბოშია

პრეზიდენტი წყალტუბოშია. სალომე ზურაბიშვილმა პირველად გუდიაშვილის პანო მოინახულა, შემდეგ კი სანატორიუმ მეშახტეთი დაინტერესდა.

11:35 / 09.02.2019
როგორ გამოიყურება "ყველაზე ლამაზი აივანი"-ნომინაციაში ქუთაისელმა ქალბატონმა გაიმარჯვა

კონკურსის "სუფთა რეგიონი"-ს ერთ-ერთ ნომინაციაში გამარჯვება ქუთაისელმა ქალბატონმა მოიპვა.

21:22 / 22.01.2019
ქუთაისში, "ავანგარდის", "პასილოკისა" და გამარჯვების მუნიციპალიტეტებს ახალი შენობები ექნებათ
ქუთაისში, "ავანგარდის", "პასილოკისა" და გამარჯვების მუნიციპალიტეტების
14:02 / 04.02.2019
ქუთაისში მეოთხე პოლიკლინიკის რეაბილიტაცია იგეგმება
ქუთაისში მეოთხე პოლიკლინიკის ავანგარდის  ნაწილის რეაბილიტაცია იგეგმებაა. ქუთაისის
14:35 / 04.02.2019