ქუთაისის ვიცე-მერი, იუზა უგულავა სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებს შეხვდა.

ბენეფიციარები ჟურნალისტებთან საუბრის დროს აცხადებდნენ, რომ ისინი საცხოვრისიდან გადაყვანას ითხოვდნენ, თუმცა, უგულავას თქმით, შეხვედრაზე მსგავსი მოთხოვნა არ გაჟღერებულა.

“არ გვინდა გაყალბებული დასკვნა. ჩვენ გვინდა ნორმალური დასკვნა, რომ ვიცოდეთ დაუცველნი ვართ,”-აცხადებენ ბენეფიციარები.

ქუთაისის ვიცე-მერი განმარტავს, რომ ექსპერტიზის დასკვნის მისაღებად ბენეფიციარებმა მერიას წერილობითი ფორმით უნდა მიმართონ. უგულავას თქმით, დასკვნა ოფიციალურად შემოსულია, ადევს შტრიხკოდი და ასე ადვილად არ ყალბდება.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის სოციალური საცხოვრისი ავარიულ მდგომარეობაშია. შენობაში ჭერი მესამედ გასულ კვირაში ჩამოინგრა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *