პოლიტიკა
ქუთაისის მერიაში ზაზა სარალიძის ბრალდებებს უარყოფენ
ქუთაისის მერიაში ზაზა სარალიძის ბრალდებებს პასუხობენ. ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ სარალიძის არც ერთი ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება.

"ზაზა სარალიძის ოჯახის ტრაგედიასა და მწუხარებას ვიზიარებთ ყველა. ეს ამბავი ნებისმიერი ადამიანისთვის მძიმეა და არ გვეგულება ადამიანი, რომელიც სარალიძეების ოჯახის ტრაგედიამ არ დაამწუხრა. ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ ხელისუფლების მხრიდან კეთდება მაქსიმუმი, რომ ამ საქმეზე პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩეს და მართლმსაჯულების სრულყოფილად აღსრულებაში, პირველ რიგში, დარწმუნდნენ გარდაცვლილი მოზარდების ოჯახები. ამ საქმის გამოძიების მიმართ ხელისუფლების მაღალ ინტერესს ადასტურებს ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ხელისუფლების მხრიდან გადაიდგა შსს-ს ეფექტური ქმედებების, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნისა და ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების ქმედებების ჩათვლით. რაც შეეხება ზაზა სარალიძის ბრალდებას ქუთაისის მერიის წინააღმდეგ, ბრალდება არც ერთ ნაწილში არ შეესაბამება სიმართლეს,"-აცხადებენ მერიაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ქუთაისის მერიის მაღალჩინოსნები ზეწოლაში დაადანაშაულა. სარალიძე აცხადებდა, რომ მისი ცოლის დის ოჯახში მაღალი თანამდებობის პირები მივიდნენ და ოჯახის ახლობლებს მისი მეუღლის გადაბირებასა და მიმდინარე პროცესებისაგან ჩამოშორებას სთხოვდნენ.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ოპოზიციის ბრალდების საპასუხოდ ქუთაისის მერიაში კომენტარს აკეთებენ.
15:41 / 18.09.2018
ოპოზიციის ბრალდების საპასუხოდ ქუთაისის მერიაში კომენტარს აკეთებენ.
მოძრაობა
11:12 / 18.09.2018
მოძრაობა "ძალა ერთობაშია"-ს წევრი, გიგა შუშანია ქუთაისის მერიას კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობაში ადანაშაულებს.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მამამ შვილი დაჭრა.
16:44 / 14.09.2018
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მამამ შვილი დაჭრა.
13:59 / 14.09.2018
"სამართლიანმა არჩევნებმა" შეისწავლა 2018 წლის 1 მაისიდან ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში განხორციელებული
ახალი ამბები
"განხორციელდება 10 მილიონი ლარის ინვესტიცია და დასაქმდება 50 ადამიანი"
15:41 / 18.09.2018
ოპოზიციის ბრალდების საპასუხოდ ქუთაისის მერიაში კომენტარს აკეთებენ.
გიგა შუშანია: ბიზნესმენს ქუთაისის ყოფილი მუზეუმის შენობას საარჩევნო ყულაბის შევსების სანაცვლოდ აძლევენ
11:12 / 18.09.2018
მოძრაობა "ძალა ერთობაშია"-ს წევრი, გიგა შუშანია ქუთაისის მერიას კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობაში ადანაშაულებს.
ზესტაფონში მამამ შვილი დაჭრა
16:44 / 14.09.2018
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მამამ შვილი დაჭრა.
"ადგილობრივ ბიუჯეტებში მასშტაბური ცვლილებები აჩენს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების განცდას"
13:59 / 14.09.2018
"სამართლიანმა არჩევნებმა" შეისწავლა 2018 წლის 1 მაისიდან ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში განხორციელებული
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ ნეიტრალური წევრების შერჩევის ეტაპი დაასრულა
11:18 / 14.09.2018
59-ე ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ ნეიტრალური წევრების შერჩევის ეტაპი დაასრულა.
"ეს არის ქუთაისის მერიის ანტისოციალური გადაწყვეტილება,"-შშმ პირთა პროგრამაში ბენეფიციარების შემცირება გააპროტესტეს
13:34 / 13.09.2018
"ეს არის ქუთაისის მერიის ანტისოციალური გადაწყვეტილება,"- "ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის წევრმა,
ქუთაისში სკვერების მდგომარეობის შესასწავლად კომისია შეიქმნა
13:04 / 13.09.2018
,,კომისიის შექმნა გამოწვეულია სკვერებში გაცემული
ვალუტა
EUR
EUR
3.0498
TRY
TRY
0.4189
USD
USD
2.6156
ამინდი
თბილისი 16 - 26 °C
img
ქუთაისი 14 - 24 °C
img
ბათუმი 17 - 23 °C
img