პოლიტიკა
"დღის წესრიგში დგას ქალთა ეკონომიკური მდგომარეობის გაძლიერების საჭიროება" - ნინო თვალთვაძე
ქუთაისში რეგიონალური კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით მეტი ქალის ხმა ადგილობრივ თვითმმართველობაში. კონფერენციის მიზანს იმერეთის მხარის 12-ვე მუნიციპალიტეტისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა ქალთა საჭიროებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გენდერული პოლიტიკის პრინციპების შესახებ. კონფერენციაზე ქუთაისის ვიცე მერმა ნინო თვალთვაძემ რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მათ შორის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საჭიროებაზე:

"დღის წესრიგში დგას ქალთა ეკონომიკური მდგომარეობის გაძლიერების საჭიროება. როდესაც სოციალურ პრობლემებზე ვსაუბრობთ, მე ვფიქრობ, სწორი პოლიტიკა იქნება, თუ ამ სოციალური პროგრამების ფარგლებში მოხდება გარკვეული მოწყვლადი ჯგუფების ინდენტიფიცირება დ მათ საჭიროებებზე მორგებული პროგრამების განხორციელება და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით უნდა წავიდეთ. ქალთა ჯგუფიდან უნდა გამოვყოთ რამდენიმე კატეგორია. ესაა მრავალშვილიანი დედები, მარტოხელა დედები, სოციალურად დაუცველი, განსაკუთრებულად შეჭირვებული დედები და რათქმაუნდა ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალები. ეს ის ჯგუფია, რომელსაც დახმარება აუცილებლად სჭიდება, როგორც ცენტრალური ისე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან",- განაცხადა ნინო თვალთვაძემ.

მან ასევე გენდერულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლების აუცილებლობაზე ისაუბრა და ამ პროცესში თვითმმართველობის ჩართულობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

"ქუთაისმა წელს დაიწყო ახალი ინიციატივის განხორცილება , რომელიც მარტოხელა მშობლების დახმარებას გულისხმობს. როდესაც ინფორმაცია გავავრცელეთ, საკამოდ მოულოდნელი იყო სოციალურ ქსელში საზოგადოების ნაწილის რეაქცია. გამოითქვა ნეგატიური მოსაზრება, რატომ ეხმარებით ქალბატონებს, რომლებმაც არასწორად იცხოვრეს. გააჩინეს შვილი ქორწინების გარეშე და შემდეგ მერიამ მიიღო გადაწყვეტილება დაეხმაროს. ამიტომაა მნიშვნელოვანი ჩვენი ჩართულობა. ჩვენ ვსაუბრობთ მოწყვლად ჯგუფზე. სჭირდებათ დახმარება  და ჩვენ ვალდებული ვართ დაეხმაროთ. ამიტომ, ცნობიერების კუთხით, თვითმმართველობის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია." - განაცხადა ნინო თვალთვაძემ.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა
16:18 / 24.09.2018
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატების
რეგისტრაციის პროცესი დასრულდა.
12:21 / 24.09.2018
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა.
16:13 / 22.09.2018
"ამ ქალაქის სიკვდილს აჩქარებენ" - ასეთია "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგნელის,
ახალი ამბები
ბესიკ გოფოძე იმერეთის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა
16:18 / 24.09.2018
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში ამ დროისთვის 25 კანდიდატი მონაწილეობს
12:21 / 24.09.2018
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა.
"ამ ქალაქის სიკვდილს აჩქარებენ" - თორნიკე ბარათაშვილი პარალამენტის ქუთაისიდან გადატანაზე
16:13 / 22.09.2018
"ამ ქალაქის სიკვდილს აჩქარებენ" - ასეთია "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგნელის,
"სამწუხაროა, რომ მათ ქუთაისი ვერ აღიქვეს საპარლამენტო ქალაქად"
16:06 / 22.09.2018
პარალემტის ქუთაისიდან თბილისში გადატანას
გამჭვირვალობის ზრდა და ქალაქის საინვესტიციო პორტფოლიოს ​შექმნა- რა წერია ქუთაისის მერიის ეკონომიკურ და ანტიკორუფციულ გეგმებში
16:05 / 21.09.2018
ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭომ ქუთაისის მერიის ეკონომიკური და ანტიკორუფციული გეგმები განიხილა.
ვალუტა
EUR
EUR
3.0868
TRY
TRY
0.4228
USD
USD
2.6226
ამინდი
თბილისი 17 - 27 °C
img
ქუთაისი 17 - 30 °C
img
ბათუმი 18 - 28 °C
img