“ლეიობორისტული პარტიის” ქუთაისის ორგანიზაციის წევრი ირაკლი კიკვაძე ქუთაისის მერიას საჯარო ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს.

როგორც კიკვაძე აცხადებს, ქუთაისის მერიის ააიპებსა და შპსეებში “ქართული ოცნების” წევრებს ხელფასები გაუზარდეს. კიკვაძე განმარტავს, რომ მან მერიას საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ წერილობით მიმართა, თუმცა პასუხი დღემდე არ მიუღია.

“მერიას 8 ივნისს მივმართე. მაინტერესებდა, რომელი თანამდებობების პირებს გაეზარდათ ხელფასები. 20 დღე გავიდა, უკვე 10-დღიანი გადაცილებაა და პასუხი არ მიმიღია,”-განაცხადა კიკვაძემ.

რაც შეეხება ხელფასების რაოდენობას, კიკვაძის ინფორმაციით, თანამშრომლების ანაზღაურება 200-დან 600 ლარამდეა გაზრდილი.

“ხელფასები ძირითადად ადმინისტრაციებს გაეზარდათ, სადაც “ქართული ოცნების” წარმომადგენლები არიან დასაქმებული. მწვრთნელებს, მასწავლებლებსა და იმ ადამიანებს, რომლებიც საქმეს აკეთებენ პირიქით, ხელფასები შეუმცირდათ,”-განმარტავს კიკვაძე.

კიკვაძის თქმით, ხელფასების გაზრდა მერიის აიპებსდა და შპსეებში ორჯერ, რეორგანიზაციამდე და რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ მოხდა.

ქუთაისის მერიაში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *