პოლიტიკა
ქუთაისის მერია: მაღალჩინოსნების დეკლარაცია კანონის მოთხოვნების შესაბამისადაა შევსებული
ქუთაისის მერიაში "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევას" ეხმაურებიან.
თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ მერსა და მერიის მაღალჩინოსნებს ქონებრივი დეკლარაცია კანონის მოთხოვნების შესაბამისად აქვთ შევსებული.

"ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას მამის სახელზე არსებული საცხოვრებელი სახლი სოფელ ჭრებალოში დეკლარაციაში მითითებულია კანონის მოთხოვნის შესაბამისად. დეკლარაციაში დაფიქსირებული საცხოვრებელი სახლი მიმაგრებულია მიწის ნაკვეთზე, რომელიც წარმოადგენს აღნიშნული საცხოვრებელი სახლის ეზოს,"-ნათქვამია მერიის განცხადებაში.

რაც შეეხება ფაქტს, რომ ქუთაისის მერი შპს "ქუთაისის დამოუკიდებელ სასწავლო უნივერსიტეტში" 33,3%-იანი წილს ფლობს, თვითმმართველობაში იმით ხსნიან, რომ უნივერსიტეტს ბოლო რამდენიმე წელი არანაირი აქტივი და ფულადი ბრუნვა არ ჰქონია.

არასამთავრობო ორგანიზაცია ქუთაისის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროს გიორგი გიორგობიანს ბიზნეს წილების ქონას ედავებოდა, თუმცა, მერიაში განმარტავენ, რომ შპს "ჯი.თი.ჯი გრუპი" რამდენიმე წელია გაუქმებულია.

მერიაში აცხადებენ, რომ ქონებრივი დეკლარაცია სამხედრო სამსახურის უფროს ვალერი ყენიასაც კანონის დაცვით აქვს შევსებული- სოფელ ჩაისუბანში არსებული მიწის ნაკვეთი დეკლარაციაში სახლთან ერთად არის მითითებული.

ქუთაისის მერიის კომენტარს "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"-ში უპასუხეს. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ სამეწარმეო რეესტრის მონაცემების მიხედვით, კვლევაში წარმოდგენილი ყველა კომპანიას დღესაც აქტიური სტატუსი გააჩნია, თანამდებობის პირები კი მათ მეწილეებად ან/და დირექტორად ირიცხებიან.

"აღნიშნულის დასტურად თითოეულ შემთხვევაზე თან არის დართული (ჰიპერლინკის მეშვეობით) შესაბამისი ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან. კანონდებლობის თანახმად, სამეწარმეო სუბიექტი არსებობას მხოლოდ რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ წყვეტს. ყველა კომპანია, რომელიც ნახსენებია კვლევაში, იძებნება საჯარო რეესტრის ბაზაში "აქტიურის" სტატუსით. შესაძლებელია, კომპანიების ნაწილი აღარ ფუნქციონირებდეს, თუმცა, ეს არ ათავისუფლებს თანამდებობის პირს ვალდებულებისაგან, რომ კომპანიაში წილის არსებობის შესახებ მიუთითოს თანამდებობის პირის დეკლარაციაში და გათავისუფლდეს დირექტორის თანამდებობიდან. ჩვენი კვლევა ეფუძნება საჯარო და სამეწარმეო რეესტრებიდან მიღებულ ინფორმაციას და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება. შესაბამისად, კონკრეტული არგუმენტის გარეშე განაცხადო, რომ კვლევაში არის შეცდომები - არ არის დამაჯერებელი და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას,"- აცხადებენ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"-ში.

შეგახსენებთ, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა" საქართველომ კვლევა 12 ივლისს გამოაქვეყნა. კვლევა ქუთაისის მერისა და მერიის მაღალჩინოსნების დამალული ქონებისა და ბიზნეს წილების შესახებაა.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.
16:20 / 01.08.2018

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

ახალი ამბები
საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება
16:20 / 01.08.2018

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭოს ნოდარ ჯიქია უხელმძღვანელებს
16:52 / 30.07.2018
ქუთაისის მერიის სათათბირო ორგანოს- სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს
ვალუტა
EUR
EUR
2.9299
TRY
TRY
0.4452
USD
USD
2.5773
«« აგვისტო  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
თბილისი 19 - 31 °C
img
ქუთაისი 20 - 32 °C
img
ბათუმი 21 - 27 °C
img