ქუთაისში 10 პოლიტიკური პარტიის

მიერ საერთო საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენას პაატა ბურჭულაძე დაესწრო. მსოფლიო ბანმა და უკვე ყოფილმა პოლიტიკოსმა სიტყვით გამოსვლისას გრიგოლ ვაშაძის წარდგენაზე ყოფნის მიზეზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამის მიზეზი მისი და მისი ფონდის საქმიანობის იმიჯისა და ამასთან ერთად ქვეყნის იმიჯის შელახვაა. მან თავის სიტყვაში ადამიანის უფლებების დაცვაზე გაამახვილა ურადღება და განაცხადა, რომ პოლიტიკაში აღარ მოვა, თუმცა ადამიანების უფლებების დასაცავად ყველაფერს გააკეთებს და საზოგადოების აქტიური წევრი იქნება:

“დღეს მე აქ ვარ იმიტომ, რომ ესროლეს საქართველოს იმიჯს,  ესროლეს საქართველოს რეპუტაციას,ესროლეს ადამიანის უფლებებს, ესროლეს ქართულ სახელმწიფოებრიობას. დღეს აღარავინაა დაცული უსამართლობისა და ცილისწამებისაგან, დევნისაგან. დღეს უკიდურესმა გაჭირვებამ შელახა ქართველი კაცის ღირსება და დღეს ყველაფრის მკადრებელი არის წახალისებული. სულ ახლახანს ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვზარა ტყიბულში მომხდარმა ტრაგედიამ და იქ ადამიანების დაღუპვამ. დღეს არც ადამიანის უსაფრთხოებაა დაცული. ჩვენი საზოგადოება დადგა უდიდესი საფრთხის წინაშე. ან შევინარჩუნებთ, ან დავკარგავთ ჩვენს სახელმწიფოს. მე არასოდეს მოვალ პოლიტიკაში, მაგრამ გპირდებით, რომ ვიქნები საზოგადოების აქტიური წევრი და ვიბრძოლებ უსამართლობის წინააღმდეგ, ვიბრძოლებ თითოეული თქვენგანის უფლებებისათვის”- განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *