პოლიტიკა
გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს
პოლიტიურმა პარტიებმა პრეზიდენტობის კანდიდატად ქუთაისის მერობის ყოფილი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე შეარჩიეს. ქუთაისელ ამომრჩეველს დღეს ის 21 საათზე წარუდგენეს. ვაშაძემ მერის არჩევნებში ხმათა 27 პროცენტი მიიღო და მეორე ტურში გადავიდა, თუმცა "ნაციონალურმა მოძრაობამ" პოლიტიკური მიზეზების გამო მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

დღეს პრეზიდენტობის კანდიდატმა სიტყვით გამოსვლა სამძიმარით დაიწყო. მან ტყიბულში დაღუპული მეშახტეების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. შემდეგ კი საკუთარ პოლიტიკურ ხედვებზე ისაუბრა:

"კატეგორიულად ვეუბნებით უარს არაფორმალურ მმართველობას. კატეგორიულად ვეუბნებით არას კორუმპირებულ მთავრობას, მონურად მორჩილ პარლამენტს. უსამართლო სასამართლოს და არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქართული ოჯახი ვერ იპოვის მართმლსაჯულებას. ეს ყველას, ჩვენი საქმეა. გირგვლიანის საქმეა თუ სარალიძის- ყველა ჩვენი საქმეა და ნუ დაველოდებით სანამ ეს ჩვენს შვილებს შეეხება. ყველა ვინც ამაში დამნაშავეა, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ყველა უნდა იყოს ციხეში. არა კრიმინალებისა და კანონიერი ქურდების დაუსჯელობას და მათზე ხელის დაფარებას",- განახადა გრილოლ ვაშაძემ.

შეგახსენებთ, ამჯერად პარტიების ერთობაში - სამოქალაქო მოძრაობა - ძალა ერთობაშია შემდეგი პოლიტიკური პარტიები არიან გაერთიანებული:

"ახალი საქართველოსთვის" - ნიკოლოზ ვაშაკიძე; "ემსახურე საქართველოს" - მურმან დუმბაძე; "ეროვნულ დემოკრატიული პარტია" - ბაჩუკი ქარდავა; "სახელმწიფო ხალხისთვის" - ნიკა მაჭუტაძე; "ქრისტიან კონსერვატიული პარტია" - შოთა მალაშხია; "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - ნიკანორ მელია; "სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის" - ზურაბ ხარატიშვილი; "ახალი საქართველო" - გიორგი ვაშაძე; "საქართველო ლიდერთა შორის" - მამუკა გამყრელიძე; "საქართველოს ევროპელი დემოკრატები" - პაატა დავითაია.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.
16:20 / 01.08.2018

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

ახალი ამბები
საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება
16:20 / 01.08.2018

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭოს ნოდარ ჯიქია უხელმძღვანელებს
16:52 / 30.07.2018
ქუთაისის მერიის სათათბირო ორგანოს- სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს
ვალუტა
EUR
EUR
2.9299
TRY
TRY
0.4452
USD
USD
2.5773
«« აგვისტო  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
თბილისი 19 - 31 °C
img
ქუთაისი 20 - 32 °C
img
ბათუმი 21 - 27 °C
img