იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ვინაობა

უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. გუბერნატორს პრემიერმინიტრი მამუკა ბახტაძე წარადგენს. ასევე უახლოეს დღეებში წარადგენს სახელმწიფო რწმუნებულებებს იმ ხუთ რეგიონში, რომელთა ხელმძღვანელები პოსტებიდან დღეს გაათავისუფლა. 

“იმ მიზნებიდან გამომდინარე, რაც ჩვენს მთავრობას აქვს გაცხადებული, აუცილებელია ახალი მიდგომები რეგიონების მართვასთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, დღეიდან თანამდებობებიდან თავისუფლდებიან შემდეგი რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულები – შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორები. ამ რეგიონებში, ისევე, როგორც იმერეთის რეგიონში, ჩვენ საზოგადოებას უახლოეს დღეებში წარვუდგენთ ახალ სახელმწიფო რწმუნებულებს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, გუბერნატორის პოსტი 23 მარტს გახდა თავისუფალი. იმერეთის მაშინდელი გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე ვანისა და ხონის მაჟორიტარის არჩვენებში იღებდა მონაწილეობას. გუბერნატორის მოვალობას ამ დრომდე გრიგოლ დალაქიშვილი ასრულებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *