პოლიტიკა
"შახტის მართვა სახელმწიფოს საქმე ნამდვილად არ არის"
შახტის მართვა სახელმწიფოს საქმე ნამდვილად არ არის, -პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ "საქნახშირის" შეთავაზების თემაზე ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ადამიანის სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე მაღლა ვერაფერს დააყენებს და გამოძიებაც სწორედ ამიტომ ორი მიმართულებით მიდის.

" ამიტომ მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე - რომ ყველა შახტი უნდა იყოს დალუქული მანამ, ვიდრე ჩვენ არ მივიღებთ კონკრეტულ დასკვნას ორი მიმართულებით. პირველი - ეს გახლავთ გამოძიება, რომელსაც ხელმძღვანელობს შინაგან საქმეთა სამინისტრო. როგორც იცით, შახტში შრომის უსაფრთხოების გაძლიერებასთან დაკავშირებით არაერთი რეკომენდაცია არსებობდა. ძიება სწორედ ამ საკითხზე მიმდინარეობს, რომ ჩვენ ვიცოდეთ კონკრეტული სურათი, რამ გამოიწვია ეს ტრაგედია და რამდენად შესრულდა ის რეკომენდაციები, რომლებიც იყო გაცემული. მეორე მიმართულებაა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, რომელიც რა თქმა უნდა, ჩატარებული უნდა იყოს საერთაშორისო, ისეთი ორგანიზაციისა და ადამიანთა ჯგუფის მიერ ჩატარებული, რომელსაც მაღალი პროფესიული ნდობა აქვს, რათა ჩვენ, ისევე როგორ მთელს საზოგადოებას ესმოდეს, რა გვაქვს ყველას ერთობლივად გასაკეთებელი, რომ მომავალში მსგავსი ადამიანური ტრაგედიები თავიდან ავიცილოთ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის განცხადებით, დარგს სჭირდება გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია და სახელმწიფო უნდა ხედავდეს, რომ ორგანიზაციას აქვს ამის საშუალება და პერსპექტივა.

"აღარ მინდა, ამ შემთხვევაში პასუხი არ არის. არსებობს პასუხისმგებლობა. იქ მოხდა უზარმაზარი ტრაგედია და ეს არ არის პირველი შემთხვევა. ასე არ ხდება. ჩვენ სერიოზულ თემაზე ვსაუბრობთ და სერიოზულად ვუდგებით საკითხს. მზად ვართ დავეხმაროთ ნებისმიერ ინვესტორს, კომპანიას, მაგრამ იმ ორ საკითხზე კონკრეტული დასკვნების შემდეგ გვექნება პრინციპული საუბარი, მათ შორის ამ კომპანიის წარმომადგენლებთან", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.



წყარო: gov.ge
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში მუშის გარდაცვალების შემდეგ
15:14 / 18.10.2019
ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში მუშის გარდაცვალების შემდეგ
ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში მუშის გარდაცვალების შემდეგ
15:14 / 18.10.2019
ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში მუშის გარდაცვალების შემდეგ
ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭომ მერიაში
დარეგისტრირებული მოქალაქეთა
13:56 / 18.10.2019
ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭომ მერიაში დარეგისტრირებული მოქალაქეთა
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« ოქტომბერი  »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
თბილისი 11 - 24 °C
img
ქუთაისი 13 - 25 °C
img
ბათუმი 17 - 23 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში, ,,ავანგარდის დასახლებაში", სკვერი მოეწყობა
ქუთაისში ე.წ. ,,ავანგარდის დასახლებაში" სკვერი მოეწყობა. ქუთაისის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
16:45 / 10.10.2019
ბაღდათში, 5 ოქტომბერს დაგეგმილი ღვინის არტ-ფესტივალის პროგრამა ცნობილია
ბაღდათში, 5 ოქტომბერს დაგეგმილი ღვინის არტ-ფესტივალის პროგრამა ცნობილია.
17:11 / 02.10.2019
სამტრედიის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი ფრანგული ენის საუკეთესო მასწავლებლად დასახელდა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლის საუკეთესო მასწავლებლები გამოავლინა.
10:47 / 27.09.2019
15 წლის ქუთაისელი მოსწავლის "ნასაში" მიღებული გამოცდილება
ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა "პროგრესის" 15 წლის
16:44 / 27.09.2019
"სოლიდარობას ვუცხადებ მეშახტეებს"-აქციაზე ტყიბულის მერი და მერიის თანამშრომლები მივიდნენ
მეშახტეების საპროტესტო აქციას ტყიბულის მერი და მერიის თანამშრომლები შეუერთდნენ.
12:55 / 25.09.2019