პოლიტიკა
ქუთაისის მერიასა და ყოფილ თანამშრომელს შორის დაპირისპირება სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება
ქუთაისის მერიისა და მისი ყოფილი თანამშრომლის, ირაკლი კიკვაძის დავა გრძელდება. მერიის სპორტის ააიპისა და "ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის წევრის საქმე სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლებს.

როგორც ირაკლი კიკვაძე განმარტავს, სპორტის ააიპ-ის ხელმძღვანელს, კობა ფხაკაძეს სასამართლო დავის გაგრძელება არ სურდა, თუმცა გადაწყვეტილება ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ მიიღო.

"სპორტის ააიპ-მა საჩივარი სააპელაციო სასამართლოში შეიტანა. ათდღიან ვადაში ველოდებით პასუხს. დიდი ალბათობით, სასამართლო პროცესები იგივე შედეგით დასრულდება. სპორტის ააიპ-ის ხელმძღვანელს გასაჩივრების სურვილი არ ჰქონდა, მაგრამ ჭიღვარიამ საქმეში ვიცე-მერებიც ჩართო,"-განაცხადა ირაკლი კიკვაძემ.

ააიპ-ის ყოფილი თანამშრომელი ქუთაისის მერიას საბიუჯეტო სახსრების გაუფრთხილებლობაში ადანაშაულებს. კიკვაძე განმარტავს, რომ სასამართლოში ბაჟის შესატანად თანხები ქალაქის ბიუჯეტიდან იხარჯება.

სპორტის ააიპ-ის მმართველი, კობა ფხაკაზე აცხადებს, რომ "სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება" არ ეთანხმება საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ფხაკაზე განმარტავს, რომ გასაჩივრების შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღო.

"ააიპ "სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება" არ ეთანხმება საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ირაკლი კიკვაძესთან დაკავშირებით, რაც ჩემ მიერ გასაჩივრებულ იქნა სააპელაციო სასმართლოში. ვინაიდან ვთვლით, რომ მისი გათავისუფლება მოხდა კანონის სრული დაცვით. აბსურდია იმის მტკიცება, რომ ის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდა, რადგან მისი და ნათია კიკვაძე ისევ მუშაობს სპორტულ დაწესებულებაში. ასევე, დიდი აბსურდია ის, რომ მერის დავალებით გავასაჩივრე გადაწყვეტილება. კიკვაძემ კიდევ ერთხელ იცრუა, ამას ადასტურებს ისიც, რომ ის საუბრობს არგუმენტების გარეშე, ზედაპირულად, რაც არასერიოზულია. ირაკლი კიკვაძის გათავისუფლებისა და სააპელაციოში გასაჩივრების გადაწყვეტილებაც პირადად ჩემ მიერ იქნა მიღებული,"-აცხადებს კობა ფხაკაძე.

"ლეიბორისტული პარტიის" წევრი და ქუთაისის ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ყოფილი თანამშრომელი, ირაკლი კიკვაძე სამსახურიდან მიმდინარე წელს გაათავისუფლეს. კიკვაძე  თვითმმართველობას პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კიკვაძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, კიკვაძის სამსახურიდან გათავისუფლება შრომის კოდექსის დარღვევად ჩაითვალა და ააიპ-მა მას 4 თვის განაცდური უნდა აუნაზღაუროს.

ირაკლი კიკვაძის ინტერესებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" იურისტი ნატა გოგიაშვილი იცავდა. სააპელაციო სასამართლოში კიკვაძის ადვოკატი კვლავ გოგიაშვილი იქნება.




FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მერიამ საახალწლო ფოიერვერკის შესაძენად გამოცხადებული
16 000 ლარიანი
13:33 / 12.11.2019
ქუთაისის მერიამ საახალწლო ფოიერვერკის შესაძენად გამოცხადებული 16 000 ლარიანი
ქუთაისის მერია ბოტანიკური ბაღიდან წმ. გიორგის სახელობის
ტაძრის მიმდებარე
18:38 / 11.11.2019
ქუთაისის მერია ბოტანიკური ბაღიდან წმ. გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარე
17:20 / 11.11.2019
"ჩვენი ამოცანაა, რომ კურორტი 2024 წლიდან უკვე ამოქმედდეს," - განაცხადა
«« ნოემბერი  »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 4 - 13 °C
img
ქუთაისი 11 - 22 °C
img
ბათუმი 13 - 22 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მუხრანობა 2019" მუხრან მაჭავარიანის 90 წლის იუბილეს მიეძღვნება
საჩხერეში სახალხო დღესასწაულს "მუხრანობა 2019"-ს 2 ნოემბერს აღნიშნავენ.
15:42 / 22.10.2019
,,ქუთაისში ჩვენ გვაქვს არგონავტიკის ეპოქის არტეფაქტები" - როლანდ ისაკაძე
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი როლანდ
13:00 / 04.11.2019
ზეკარის ხეობის 5 ხიდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ზეაკრის ხეობაში 5 ხიდი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მატარებელია.
12:39 / 28.10.2019
მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები, რომლებიც ქუთაისში 9 ნოემბერს იმღერებენ
ქუთაისს, 9 ნოემბერს, საქველმოქმედო კონცერტის ფარგლებში, მსოფლიო
12:30 / 30.10.2019