“თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია სვანეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

წულაია აცხადებს, რომ ხელისუფლება დაზიანებულ ხეებს არ უვლის, თუმცა, სვანეთის მოსახლეობას პროტესტის გამო სჯის.

“მუხნარის ტყე ხმება და ხელისუფლება არაფერს აკეთებს. წყალწითელას ხეობაში უამრავი ხეა გამხმარი, რომლის გაზრდასაც საუკუნეები სჭირდება. საირმეს ტყეში დაავადებულია ნაძვის ხეები. მსგავსი სიტუაციაა ბახმაროში, ლეჩხუმში, რაჭაში, თითქმის ყველგან,”-განაცხადა წულაიამ.

“თავისუფალ საქართველოში” აცხადებენ, რომ არსებული სიტუაციის ფონზე სვანებისათვის ხეების მოჭრის აკრძალვა დანაშაულია.

“ასეთ დროს შეუვარდე სვანებს სპეცრაზმით, რომლებსაც შვილების გადარჩენა უნდათ და მათთვის წამალს ყიდულობენ, არის დანაშაული. ეს იყო სვანების დაშინება, რომლებიც უწევენ წინააღმდეგობას იმ უაზრო, ქვეყნის გამჩანაგებელი ჰესების მშენებლობას,”-აცხადებს წულაია.

პარტიის წევრები განმარტავენ, რომ მიუხედავად მათი პროტესტისა, ხელისუფლება ტყეების გადასარჩენად არაფერს აკეთებს. გოგი წულაია მიიჩნევს, რომ გამოსავალი დაზიანებული ხეების დროული მოვლაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *