პოლიტიკა
"ეს არის კომერციული საიდუმლოება"
"ეს არის კომერციული საიდუმლოება" -განცხადება ქუთაისის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსმა, ირაკლი გიორგაძემ,  ქუთაისის N4 შერეული პოლიკლინიკის შესახებ გააკეთა. გიორგაძე განმარტავს, თუ რატომ ვერ მიიღეს გამოთხოვილი ინფორმაცია კლინიკის საშტატო ნუსხის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრებმა.

""პოლიკლინიკა არის კერძო სამართლის იურიდიული პირი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც შექმნილია მოგების მიღების მიზნით. ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში პირდაპირ წერია, რომ სამეწარმეო იურიდიული პირების მხოლოდ ის ხარჯები არის საჯარო, რომელიც ფინანსდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან. მეოთხე პოლიკლინიკა არ ფინანსდება არც ადგილობრივი და არც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დამოკიდებულია საკუთარ შემოსავლებზე. მათი მოთხოვნილი ინფორმაცია მიეკუთვნებოდა კომერციულ საიდუმლოებას და ამიტომ ეთქვათ უარი. თუ რაიმე კუთხით მეოთხე პოლიკლინიკის დაფინანსება მოხდა სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან, აღნიშნულის შესახებ გავასაჯაროვებთ ინფორმაციას. ამ შემთხვევაში კი, ეს არის კომერციული საიდუმლოება, რომლის გამჟღავნების შემდეგ, პოლიკლინიკას შეიძლება მიადგეს ფინანსური ზიანი,"-განმარტავს გიორგაძე.

"ევროპულმა საქართველომ" კი, შესაძლოა, ქუთაისის მერიას სასამართლოში უჩივლოს.

მერიაში აცხადებენ, რომ ჩივილის უფლებას "ევროპულმა საქართველომ" ვერავინ წაართმევს. მათივე თქმით, ინფორმაციის გაცემის შესახებ პარტიას უარი კანონის საფუძველზე ეთქვა.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მერიამ საახალწლო ფოიერვერკის შესაძენად გამოცხადებული
16 000 ლარიანი
13:33 / 12.11.2019
ქუთაისის მერიამ საახალწლო ფოიერვერკის შესაძენად გამოცხადებული 16 000 ლარიანი
ქუთაისის მერია ბოტანიკური ბაღიდან წმ. გიორგის სახელობის
ტაძრის მიმდებარე
18:38 / 11.11.2019
ქუთაისის მერია ბოტანიკური ბაღიდან წმ. გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარე
17:20 / 11.11.2019
"ჩვენი ამოცანაა, რომ კურორტი 2024 წლიდან უკვე ამოქმედდეს," - განაცხადა
«« ნოემბერი  »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 2 - 16 °C
img
ქუთაისი 11 - 23 °C
img
ბათუმი 13 - 20 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მუხრანობა 2019" მუხრან მაჭავარიანის 90 წლის იუბილეს მიეძღვნება
საჩხერეში სახალხო დღესასწაულს "მუხრანობა 2019"-ს 2 ნოემბერს აღნიშნავენ.
15:42 / 22.10.2019
,,ქუთაისში ჩვენ გვაქვს არგონავტიკის ეპოქის არტეფაქტები" - როლანდ ისაკაძე
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი როლანდ
13:00 / 04.11.2019
ზეკარის ხეობის 5 ხიდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ზეაკრის ხეობაში 5 ხიდი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მატარებელია.
12:39 / 28.10.2019
მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები, რომლებიც ქუთაისში 9 ნოემბერს იმღერებენ
ქუთაისს, 9 ნოემბერს, საქველმოქმედო კონცერტის ფარგლებში, მსოფლიო
12:30 / 30.10.2019