Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
ახალი საფეხმავლო ბილიკი იმერეთში, რომელიც ვიზიტორებს 15–მდე ისტორიული ძეგლი მონახულების საშუალებას მისცემს
გელათის მონასტრიდან საფეხმავლო ტურისტული ბილიკი მოეწყო. გელათის მონასტერი– ცუცხვათის მღვიმოვანი–ახალსოფლის წყალსაცავის დამაკავშირებელი ბილიკი 24,4 კმ სიგრძისაა.

ასევე, ტურისტული ბილიკის გასწვრივ დაიდგა ნიშნულები, საინფორმაციო დაფები, განხორციელდა ბილიკის მარკირება, დაიბეჭდა ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი საინფორმაციო ცნობარები და რუკა.

აღნიშნული ბილიკი იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, გრიგოლ დალაქიშვილმა, მოლაშქრეთა ჯგუფთან ერთად გაიარა და მათთან ერთად 5 საბანაკე ადგილი და გადასახედი მოედნები დაათვალიერა.

,,იმერეთის რეგიონს აქვს ტურისტული პოტენციალი და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ მის განვითარებას. სხვადასხვა მუნიციპალიტეტში განხორციელდა და ამ ეტაპზეც მიმდინარეობს ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. რაც შეეხება დღევანდელ საფეხმავლო ბილიკს, უნდა აღვნიშნო, რომ ამ მარშრუტით ტურისტებსა და ვიზიტორებს საშუალება ეძლევათ, ტყიბულის მუნიციპალიტეტში არსებული 15–მდე ისტორიული ძეგლი მოინახულონ. ძალიან მიხარია, რომ დღეს ეს გზა ახალგაზრდებმა გაიარეს და მოისმინეს თითოეული ძეგლის ისტორია"–განაცხადა იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ დალაქიშვილმა.

პროექტი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდამჭერით,  ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდმა, "საქართველოს ტურიზმის სექტორში ჩართული ღარიბი თემების და მიკრო-მეწარმეების შესაძლებლობების გაზრდის" პროგრამის ფარგლებში, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანას", იაპონიის სოციალური განვითარების ფონდის დაფინანსებითა და მსოფლიო ბანკის ადმინისტრირებით განახორციელა.




FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში,
ახალი ტერმინალის მშენებლობის პარალელურად,
15:28 / 05.06.2020
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ახალი ტერმინალის მშენებლობის პარალელურად,
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას სასამართლო დავა ყოფილმა
11:28 / 04.06.2020
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას სასამართლო დავა ყოფილმა
გასული სიმღერები
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 14 - 27 °C
img
ქუთაისი 14 - 27 °C
img
ბათუმი 16 - 22 °C
img
სოხუმი 13 - 23 °C
img
ფოთი 16 - 22 °C
img
თელავი 14 - 27 °C
img
მესტია 2 - 15 °C
img
ზუგდიდი 13 - 25 °C
img
ბორჯომი 8 - 21 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
წყალტუბო-ქუთაისის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება არ იზრდება
წყალტუბოდან ქუთაისში მგზავრობის საფასური არ იზრდება. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს"
11:16 / 04.06.2020
ლედი მერკვილიშვილს გზა ვანიდან აშშ-მდე

ახალგაზრდებისთვის პროფესიის სწორად შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი მომავალი

10:34 / 11.05.2020
პროფესია აგრონომი - გიორგი გაბედავას ამერიკული ამბავი
ეს არის ამბავი იმაზე , თუ როგორ აღმოჩნდა სამტრედიელი ახალგაზრდა ამერიკის შეერთებულ
11:43 / 04.06.2020
პოლიტიკის სიახლეები
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის პროცესს პრემიერმინისტრი გაეცნო
15:28 / 05.06.2020
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ახალი ტერმინალის მშენებლობის პარალელურად,
ყოფილმა თანამშრომელმა ზესტაფონის მერიას სასამართლო დავა მოუგო
11:28 / 04.06.2020
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას სასამართლო დავა ყოფილმა