ქუთაისში, ვაკისუბნის დასახლებაში, თაბუკაშვილის 221

ნომერთან გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, ადგილობრივ მოსახლეობას გზის პრობლემა 30 წლის განმავლობაში აწუხებდა. გართულებული იყო სამანქანო მოძრაობა და ფეხით გადაადგილება. გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ  დაათვალიერა.

“ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც მოსახლეობის ინტერესებზეა გათვლილი, მთავარი პრიორიტეტია. ამ შემთხვევაში, ეს გზა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივებისთვის. კაპიტალურად კეთდება გზა, ტროტუარები და სანიაღვრე სისტემა. ასევე, მოწმდება სამუშაოებისა და ასფალტის ხარისხი. ჩვენ ვაკონტროლებთ, რომ სამუშაოები დროულად დასრულდეს და მოსახლეობას რეაბილიტაციის პროცესში ნაკლები პრობლემები შეექმნას,”-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

მერიის ინფორმაციით, რეაბილიტირდება N 36 საჯარო სკოლასთან მისასვლელი გზაც  და მოსწავლეებს გადაადგილების პრობლემები აღარ შეექმნებათ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *