ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლები საქალაქო

ტრანსპორტის პრობლემებზე საუბრობენ. მოქალაქემ პრობლემის მოგვარების თხოვნით გამარჯვების მუნიციპალიტეტის მაჟორიტარს და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებს მაჟორიტარის ანგარიშის წარდგენისას მიმართა.

“7 საათის მერე ბუხაიძის ქუჩაზე საქალაქო ტრანსპორტი არ მუშაობს. ჩვენი თხოვნა იქნება, დაგვეხმაროთ და მომავალში ტენდერი რომ ჩატარდება პირველი ნომერი სატრანსპორტო საშუალება წამოვიდეს ჩვენს ქუჩაზეც”.- განაცხადა ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებმა.

ქალაქის მერის თქმით. პრობლემის შესახებ მოიკითხავს და პირობების შეუსრულებლობის გამო კომპანიები დაჯარიმდებიან.

“მოვიკითხავთ მაგ პრობლემასაც და ვინაც აიღო ვალდებულება, კეთილი უნდა ინებოს და შეასრულოს. ტრანსპორტთან დაკავშირებით მოგეხსენებათ, რომ ხელშეკრულებები დაგვხვდა. ამ 10 დღის განმავლობაში 8 სატრანსპორტო კომპანია დაჯარიმდა პირობების შეუსრულებლობის გამო. რაც აქვთ მოპოვებული ტენდერით, იმის წართმევის უფლება არ გვაქვს, მაგრამ გვექნება მკაცრი რეაქცია და იქნება კონტროლი პირობების შესრულებაზე.”- განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

ჯამში პირობების შეუსრულებლობის გამო 8 გადამზიდი სატრანსპორტო კომპანია 1000 ლარით დაჯარიმდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *