6 რეგიონში ახალ გუბერნატორებს

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს წარადგენს. წარდგენა მთავრობის ადმინისტრაციაში 11 საათზე დაიწყება. გასულ თვეში თანამდებობიდან გათავისუფლდნენ: შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის და სამცხე- ჯავახეთის გუბერნატორები. თავისუფალია ასევე იმერეთის გუბერნატორის პოსტიც. 

არსებული ინფორმაციით, შიდა ქართლის გუბერნატორი ალეკო ხოჯევანიშვილი გახდება, ქვემო ქართლის – შოთა რეხვიაშვილი, სამეგრელო – ზემო სვანეთის –  ალექსანდრე მოწერელია,მცხეთა-მთიანეთის – შალვა კერესელიძე, სამცხე- ჯავახეთის -ბესიკ ამირხანაშვილი, იმერეთს გუბენრატორის პოსტს კი შავლეგო ტაბატაძე დაიკავებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *