პოლიტიკა
რა ქონებას ფლობს იმერეთის ახალი გუბერნატორი?
იმერეთის ახალი გუბერნატორი, პოლკოვნიკი შავლეგ ტაბატაძე 1977 წელს საჩხერეში დაიბადა. სწავლობდა თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის სახმელეთო ფაკულტეტზე, გავლილი აქვს ეროვნული და საერთაშორისო სასწავლო კურსები, მათ შორის, გენერალური შტაბის კურსი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. მიღებული აქვს მედლები - "გენერალი მაზნიაშვილი" და "სამშობლოსათვის თავდადებული", ასევე, სხვა ეროვნული და საერთაშორისო ჯილდოები. მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში - კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში.

იყო I ქვეითი ბრიგადის შტაბის უფროსი, III ქვეითი ბრიგადის მეთაური, V ქვეითი ბრიგადის მეთაური, ბოლო პერიოდში კი, გენერალურ შტაბში ჯ-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველოს უფროსის პოზიცია ეკავა.

ჰყავს მეუღლე ეკატერინე ბარბაქაძე და 4 შვილი.

2016 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მის სახელზე რაიმე სახის ქონება არ ფიქსირდება.

მისი მეუღლის, ეკატერინე ბარბაქაძის სახელზეა რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინა თბილისში (108.00 კვ.მ), ასევე ის არის ხაშურში, სოფელში ალი 3000.00 კვ.მ მიწის ფართობის მესაკუთრე (50 %), ამავე სოფელში მდებარე საცხოვრებელი სახლის 50 %-იანი წილიც ეკატერინე ბარბაქაძეზეა რეგისტრირებული, მის სახელეზეა გაფორმებული რუსთავის აგრარული ბაზრის 18.00კვ.მ.

დეკლარაციის მიხედვით, შავლეგ ტაბატაძის მეუღლე ხაშურში, სოფელ ალში მდებარე სასოფლო საწარმოს მფლობელია, თუმცა 2016 წლის მონაცემებით, საწარმოს საქმიანობით 2015 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული შემოსავალი ნული ლარია.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა  61 032 200
ლარია.
16:47 / 18.11.2019
ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა  61 032 200 ლარია.
ქუთაისის ბაგა-ბაღების ნაწილში გათბობის სისტემა ჩართული
15:04 / 18.11.2019
ქუთაისის ბაგა-ბაღების ნაწილში გათბობის სისტემა ჩართული
ქუთაისის ბაგა-ბაღების ნაწილში გათბობის სისტემა ჩართული
15:04 / 18.11.2019
ქუთაისის ბაგა-ბაღების ნაწილში გათბობის სისტემა ჩართული
მერიამ ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს უკვე
გადაუგზავნა.
14:49 / 18.11.2019
მერიამ ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს უკვე გადაუგზავნა.
ამინდი
თბილისი 1 - 13 °C
img
ქუთაისი 6 - 18 °C
img
ბათუმი 11 - 18 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მუხრანობა 2019" მუხრან მაჭავარიანის 90 წლის იუბილეს მიეძღვნება
საჩხერეში სახალხო დღესასწაულს "მუხრანობა 2019"-ს 2 ნოემბერს აღნიშნავენ.
15:42 / 22.10.2019
,,ქუთაისში ჩვენ გვაქვს არგონავტიკის ეპოქის არტეფაქტები" - როლანდ ისაკაძე
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი როლანდ
13:00 / 04.11.2019
ზეკარის ხეობის 5 ხიდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ზეაკრის ხეობაში 5 ხიდი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მატარებელია.
12:39 / 28.10.2019
მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები, რომლებიც ქუთაისში 9 ნოემბერს იმღერებენ
ქუთაისს, 9 ნოემბერს, საქველმოქმედო კონცერტის ფარგლებში, მსოფლიო
12:30 / 30.10.2019
წყალტუბოს მერიამ და ბავშვთა ინკლუზიურმა ცენტრმა 4 ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლა
წყალტუბოს მერიამ და ბავშვთა ინკლუზიურმა ცენტრმა 4 ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლა.
16:59 / 30.10.2019