იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის პოსტზე დაინიშნა
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის პოსტს შშ-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბესიკ ამირანაშვილი დაიკავებს. გუბერნატორები თანამდებობებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს წარადგინა.

ბესიკ ამირანაშვილი 2008-2012 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა. 2012-2013 წლებში იყო შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2013-2014 წლებში შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი; 2014-2015 წლებში შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი; 2015 წელს შსს-ს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს უფროსი; 2015-2016 წლებში შსს-ს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი; 2016-2017 წლებში კი ბესიკ ამირანაშვილი იკავებდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას, ხოლო იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად მუშაობა მან 2017 წელს გააგრძელა.

ავლეგ ტაბატაძე იმერეთის გუბერნატორად დაინიშნა

რა ქონებას ფლობს იმერეთის ახალი გუბერნატორი?

| Print |