პოლიტიკა
„ეს არის ქუთაისელების დაცინვა“- პროტესტის ნიშნად გახსნილი თეთრი ხიდი
არასამთავრობო ორგანიზაცია, "ევროპა ჩვენი სახლია"-ს წევრებმა რეაბილიტაციის პროცესში მყოფი თეთრი ხიდი სიმბოლურად გახსნეს. ორგანიზაციის წევრებმა წითელი ლენტი გაჭრეს და განაცხადეს, რომ მას ქუთაისის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს გაუგზავნიან. აღნიშნულით "ევროპა ჩვენი სახლია" დაუსრულებელ სამუშაოებს აპროტესტებს.

"დღეს 22 აგვისტოა, რეაბილიტაცია უნდა დასრულებულიყო და ხედავთ ხიდი რა მდგომარეობაშია, სამუშაოების 30%-იც კი არ არის შესრულებული. ხელისუფლებიდან ვერავინ ამბობს გაგრძელდება ეს ერთ თვეს, ორ თვეს, თუ ერთ წელიწადს. ეს არის ხელისუფლების მორიგი უპასუხისმგებლობის გამოვლინება. რაც შეეხება ლენტს, გავუგზავნი ქალაქის მერს, გიორგი ჭიღვარიასა და საკრებულოს თავმჯდომარეს, ნიკოლოზ ლატარიას,"-ამბობს ორგანიზაციის წევრი გია გოქაძე.

აქციას მხატვარი ირაკლი ჩოგოვაძეც შეუერთდა.

"ეს არის ყველა ქუთაისელის გულისტკივილი, რომ ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ძეგლი ასეთ მდგომარეობაშია. ეს არის ქუთაისელების დაცინვა. ისიც კი გაურკვეველია, რა თანამედროვე ტექნიკით მიმდინარეობს სამუშაოების წარმოება,"-განაცხადა ჩოგოვაძემ.

ორგანიზაციის წევრებმა გასულ თვეებში ქუთაისის მერიას ხიდის რეაბილიტაციის პროექტიც დაუწუნეს.

კომპანია "ალმა-რუს საქართველოს" თეთრი ხიდის რეკონსტრუქციისთვის ვადა მიმდინარე წლის 22 აგვისტომდე ჰქონდა.




FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ამინდი
თბილისი -1 - 9 °C
img
ქუთაისი -1 - 8 °C
img
ბათუმი 4 - 11 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო. ქუთაისის
16:26 / 21.01.2020
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 20 იანვარს განახლდება 
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლება 20 იანვარს იგეგმება.
15:08 / 15.01.2020
,,დათვის ტბა" , ,,ბოგა" - ხონში ტურისტებისთვის დამატებითი სანახაობების შეთავაზებაზე მუშაობენ
ხონში ტურისტებისათვის ახალი ადგილების შეთავაზებაზე მუშაობენ. ხონის მუნიციპალიტეტის მერი,
18:18 / 10.01.2020