იმერეთის გუბერნატორი, შავლეგო ტაბატაძე

ხარაგაულისა და ზესტაფონის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა ინფრასტრუქტურული, სოციალური, ჯანდაცვის, კულტურისა და ტურიზმის მიმართულებით არსებული პროგრამებისა და პროექტების შესახებ იმსჯელეს.

,,მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი რეგიონების განვითარებაა. იმერეთის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას აქვს ბევრი პრობლემა და ჩვენ ეტაპობრივად უნდა ვიზრუნოთ მათ გადაჭრაზე. მე მესმის, რომ რთულია ყველაფერი ერთ თვეში მოგვარდეს, მაგრამ გპირდებით, თუ საჭირო იქნება 24 საათის განმავლობაში ვიმუშავებ და მაქსიმალურად შევეცდები, შემჭიდროვებულ ვადებში მოვაგვარო ყველა საკითხი. ჩემი მთავარი ამოცანაა მხარეში მცხოვრებ მოსახლეობას დავუდგე გვერდით და თითოეულ მათგანს დავეხმარო საჭიროებისამებრ,”- აღნიშნა იმერეთის გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ.

მხარის რწმუნებულის განცხადებით, აუცილებელია გუნდურად მუშაობა და მუნიციპალიტეტების წინაშე არსებული გამოწვევების ერთობლივად გადაჭრა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *