“მაქსიმალურად განიტვირთა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიები,”

-აცხადებენ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში.

სამტრედიაში გარევაჭრობა 23 ივლისიდან აიკრძალა. მერიაში განმარტავენ, რომ ყოველდღიურ რეჟიმში, მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები და სამართალდამცავები ცენტრალური სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიას აკონტროლებენ.

“მერიის შუამდგომლობით, ქალაქში არსებული სავაჭრო ცენტრების ადმინისტრაციებმა გარემოვაჭრეებს ალტერნატიული ფართები გარკვეული შეღავათებით შესთავაზეს,”-აცხადებენ სამტრედიის მერიაში.

მერიაში ამბობენ, რომ ადგილზე მოწესრიგდება სანიაღვრე არხები და განთავსდება საგზაო ნიშნები, რაც ლოკაციებზე ტრანსპორტის მოძრაობას მოაწესრიგებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *