მიმდინარე წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში

მონაწილეობის სურვილი ამ ეტაპზე 30-მა კანდიდატმა გამოთქვა. ცესკო-ს მონაცემებით,  30 -დან მხოლოდ 3-ია ქალბატონი. 2 მათგანი საინიციატვო ჯგუფმა, ერთი კი პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა.

სალომე ზურაბიშვილი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატიუა, რომლის წევრებიც არიან: თეიმურაზ ბაბლუანი, ვახტანგ ლაღიძე, რუსუდან გლურჯიძე, სიმონ პეტრიდისი, ივანე იანტბელიძე, გურამ სულთანიშვილი, გიორგი კალანდია, ქეთევან კიღურაძე-გოგილაშვილი, თამარ ჩხეიძე, ივანე მაჭავარიანი,ანგი ხუციშვილი.

სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიას უკვე ატარებს. იმყოფებოდა ქუთაისშიც. 

საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა ელისო დონაძეც. ჯგუფის წევრები არიან: სოფია ეცადაშვილი, მარინე გიგნაძე, ზაალი გოგენია, მარინე ბერიშვილი, ნუგზარ ვახანელიდისი. მას ჯერ წინასაარჩევნო კამპანია არ დაუწყია. მის შესახებ ინფორმაციაც ჯერჯერობით არ იძებნება.

თამარ ცხორაგაული პრეზიდენტობის კანდიდატად “თავისუფლება- ზვიად გამსახურდიას გზა “-მ წარადგინა. საარჩევნო კამპანია არც ამ კანდიდატს დაუწყია. 

რადიო “ძველი ქალაქი” შეეცდება აღნიშნულ კანდიდატბთან დაკავშირებას და სხვა საპრეზიდენტო კანდიდატებთან ერთად მათ შესახებ ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *