ქუთაისის მერია ნიკეას ქუჩაზე, სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ფართს აუქციონის წესით გაასხვისებს.

აუქციონში გამარჯვებული ვალდებული იქნება, ადგილზე 25 ან მეტ ნომრიანი სასტუმრო ააშენოს.

ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის უფროსი, გიორგი გიორგობიანი განმარტავს რომ, შესაძლოა, სასტუმროსთან ერთად ადგილზე სხვა გასართობი ფუნქციის მქონე ნაგებობებიც აშენდეს.

“გამარჯვებული გამოვლინდება აუქციონის წესით. შსს-ს გადავეცით ტერიტორია ორი კორპუსის მშენებლობისათვის, იქვე არსებული ნაკვეთის ასათვისებლად კი ავზომეთ ფართი, სადაც შეიძლება, რომ კონკრეტული სასტუმროს მშენებლობა დაიწყოს. ასევე, მოეწყობა სხვა გასართობი საშუალებებიც და მომსახურების ცენტრი,”-განაცხადა გიორგობიანმა.

როგორც მერიის ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურში განმარტავენ, მშენებლობის შესახებ დეტალები გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ გახდება ცნობილი. მათივე ინფორმაციით, ტერიტორიაზე სასტუმრო აუცილებლად აშენდება. შესაძლოა, შეიცვალოს სხვა ტიპის ნაგებობების აშენების იდეა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *