ზესტაფონში, უშანგი ჩხეიძის სახლ-მუზეუმი რეაბილიტირდება.

სამუშაოები სახურავის, იატაკის, საფეხურების შეცვლასა და შენობის კედლების რეაბილიტაციას მოიცავს. ზესტაფონის მერიამ 46 790 ლარის ღირებულების ტენდერი უკვე გამოაცხადა.

სატენდერო პირობების თანახმად, სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა შესრულდეს.

ამ ეტაპზე სამუშაოების შესრულების სურვილი 3-მდე კომპანიამ გამოთქვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *